ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის №22 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის №22 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/10/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.144.016414
19
28/10/2022
ვებგვერდი, 01/11/2022
010250000.35.144.016414
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის №22 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტი
 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №19

2022 წლის 28 ოქტომბერი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის №22 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის №22 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge 02/07/2015. სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.144.016214) და ამოღებულ იქნას დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ შუბითიძე