ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის №49 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის №49 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/10/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.144.016413
18
28/10/2022
ვებგვერდი, 01/11/2022
010250050.35.144.016413
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის №49 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტი
 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №18

2022 წლის 28 ოქტომბერი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის №49 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის №49 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“  (www.matsne.gov.ge 12/11/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.144.016183) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის  მუხლი 21-ის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„1. საკრებულოში ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმოება ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის პროგრამით“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის  მუხლი 21-ის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნას.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი სახით:

„3. დოკუმენტის, ან მისი ასლის გადაცემა სხვა ორგანიზაციისთვის შეიძლება მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის ნებართვით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ შუბითიძე