ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №28 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეეტანის თაობაზე

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №28 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/10/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.144.016410
15
28/10/2022
ვებგვერდი, 01/11/2022
010260030.35.144.016410
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №28 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეეტანის თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტი
 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №15

2022 წლის 28 ოქტომბერი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №28 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №28 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge. 22/11/2017 010260030.35.144.016296) და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 25. მერიის საქმისწარმოება

1. ამ დებულებით განსაზღვრული ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვის მიზნით, მერიის ადმინისტრაციული სამსახური ყველა სტრუქტურულ ერთეულთან უზრუნველყოფს:

ა) ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვას;

ბ) მერიის მოხელეთა სწავლებას, ელექტრონული საქმისწარმოების ავტომატიზებული პროგრამების ეფექტიანი გამოყენების მიზნით.

2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა მერიაში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად.

3. მერიის საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები, მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება შესაბამისი ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის პროგრამით,

4. მერიის ელექტრონულ საქმისწარმოებას, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახური.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ შუბითიძე