დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №29 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/10/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260000.35.144.016408 |
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №29 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნას ცვლილება ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №29 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge. 22/11/2017 სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.144.016297) და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. მერიის ელექტრონული საქმისწარმოების უზრუნველყოფა მერიის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს მერიის სტრუქტურული ერთეულების ელექტრონულ საქმისწარმოებას. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა მერიაში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად. ადმინისტრაციული საქმისწარმოება ხორციელდება ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. მუხლი 5. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვა მერიის საქმისწარმოებაში ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს: ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვას;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები