,,მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილებეის შეტანის თაობაზე

  • Word
,,მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილებეის შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 730
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 17/07/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 73, 21/07/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 28/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.953
  • Word
730
17/07/2003
სსმ, 73, 21/07/2003
010.240.030.11.106.005.953
,,მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილებეის შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.953

საქართველოს იუსტიციის

მინისტრი ბრძანება №730

2003 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებით (სსმ III, 1999 წ., №72(79), მუხ. 1099) დამტკიცებულ მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 4

1. დირექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2. დირექტორს ყავს სამი მოადგილე:

ა) რეჟიმისა და უსაფრთხოების დარგში;

ბ) სპეცკონტინგენტთან მუშაობისა და სოციალურ საკითხთა უზრუნველყოფის დარგში;

გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში.”;

ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 6

1. დირექტორის მოადგილე რეჟიმისა და უსაფრთხოების დარგში საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს უწევს უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფისა და სარეჟიმო სამსახურის საქმიანობას.

2. დირექტორის მოადგილე სპეცკონტინგენტთან მუშაობისა და სოციალურ საკითხთა უზრუნველყოფის დარგში საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს უწევს სპეციალური განყოფილების, სამედიცინო სამსახურის, სარეაბილიტაციო ცენტრის, მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული მომზადების სამსახურის საქმიანობას.

3. დირექტორის მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს უწევს საერთო განყოფილების საქმიანობას.

4. კანცელარია და კადრების განყოფილება უშუალოდ ექვემდებარება დირექტორს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.

5. დაცვისა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის დანაყოფი უშუალოდ ექვემდებარება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს დაცვისა და ბადრაგირების დარგში და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე.”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი