დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 აგვისტოს N207 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/10/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/10/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.160.016769 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 აგვისტოს №207 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 აგვისტოს №207 დადგენილების (www.matsne.gov.ge 14/08/2017; 010250050.35.160.016418) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის გენდერული
თანასწორობის საბჭოს“ დებულება მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №1 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს“ (შემდგომში – საბჭო). 2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №1 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2. საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი 1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა; ბ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება; გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის წარდგენა; დ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენა; ე) გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა; ვ) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ზ) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფინდეციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; თ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ი) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა; კ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის წარსადგენად. 2. საბჭო უფლებამოსილია: ა) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი; ბ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები; გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 3. საბჭოს სტრუქტურა 1. საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება არანაკლებ 7 (შვიდი) და არაუმეტეს 26 (ოცდაექვსი) წევრის ოდენობით. 2. საბჭო შედგება: საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს თავმჯდომარის მდივნის და სხვა წევრებისაგან. 3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ა. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები: საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციიებიდან ერთი წარმომადგენელი, ყველა კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატიდან ორი წარმომადგენელი; ბ. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები: ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხუთი ხელმძღვანელი; გ. სხვა წევრები: ადგილობრივი კერძო სექტორის (ინდ.მეწარმე, შპს და სხვა) – 2 წარმომადგენელი, გენდერის ექსპერტი – 1 წარმომადგენელი, ადგილობრივი მედია – 2 წარმომადგენელი, ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი – 5 წარმომადგენელი; დ. საბჭო უფლებამოსილია, საჭროებისამებრ, შექმნას საბჭოს წევრთა არასრული შემადგენლობით დაკომპლექტებული შიდა სამუშაო ჯგუფი, განსაზღვროს ამ სამუშაო ჯგუფის წევრთა რაოდენობა და განსახილველი საკითხები, რომელიც თავის მხრივ, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წარუდგენს საბჭოს განსახილველად/დასამტკიცებლად. მუხლი 4. საბჭოს წევრების შერჩევის წესი 1. საბჭოს თამჯდომარეს და საბჭოს წევრებს ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბრძანებით. გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარედ განისაზღვება საკრებულოს თავმჯდომარის ერ-ერთ მოადგილე; 2. გენდერული თანასწორობის საბჭოს სხვა წევრების შემადგენლობას განსაზღვრავს და არჩევს გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაო ჯგუფი, სამოტიცავაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე; 3. გენდერული თანასწორობის საბჭოს სხვა წევრებისა შემადგენლობას ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბრძანებით დასამტკიცებლად წარუდგენს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე. მუხლი 5. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი 1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც მინიმუმ სამ თვეში ერთხელ იწვევს სხდომას, ამტკიცებს საბჭოს დღის წესრიგს და უძღვება საბჭოს საქმიანობას. საბჭოს სხდომა(მათ შორის რიგგარეშე სხდომა) მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით. 2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 3. საბჭოს სხდომის მოწვევის დროსა და სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა ეცნობოს საბჭოს წევრებს სხდომის ჩატარებამდე 2 დღით ადრე მაინც. 4. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის უფლება აქვს სხდომაში მონაწილე ყველა პირს. ყველა წარდგენილი წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება საბჭოს სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხზე წინადადებები და რეკომენდაციები შეიძლება შემოტანილი იქნეს წერილობით ფორმით. ასეთი სახით შემოსულ წინადადებებს და რეკომენდაციებს, საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვება სხდომის ოქმს. 5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი (კვორუმი არსებობს). 6. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს სხდომა ზედიზედ ორჯერ ვერ გაიმართა კვორუმის არ არსებობის გამო, საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია განმეორებით მოიწვიოს სხდომა ერთი კვირის ვადაში, რომელიც უფლებამოსილია საბჭოს წევრთა ნებისმიერი ოდენობის გამოცხადების შემთხვევაში იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება ყველა განსახილველ საკითხზე საბჭოზე გამოცხადებულ/დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტის ხმის უფლებით. 7. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს. 8. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 9. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების ნახევარზე მეტით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 10. საბჭოს წევრის უფლებამოსილება შესაძლებელია შეწყდეს საბჭოს სხდომებზე საბჭოს წევრის ზედიზედ სამი გამოუცხადებლობის შემთხვევაში, რომლის დროსაც მან არ აცნობა გამოუცხადებლობის მიზეზი საბჭოს თავჯდომარეს და მის მოქმედებაში იკვეთება საბჭოს საქმიანობაში ქმედითი მონაწილეობის სურვილის არარსებობა. 11. საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე. 12. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე. მუხლი 6. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები