დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 თებერვლის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/10/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/10/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.125.016449 |
|
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 თებერვლის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 თებერვლის №29 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 05/03/2018 წ.; 010250050.35.125.016295) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
1) დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. საბჭოს შემადგენლობა 1. საბჭოს წევრთა შემადგენლობას და ოდენობას განსაზღვრავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი. 2. საბჭოს თავმჯდომარეა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით). 3. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით), თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 4. საბჭოს შემადგენლობაში შედიან (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით): ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი; ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი; გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელი; დ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელი; ე) ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; ვ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები; ზ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები; თ) ა.(ა).ი.პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორი. ი) საბჭოს წევრი სათათბირო ხმის უფლებით არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მინიმუმ ერთი წარმომადგენელი; 5. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით საბჭოს წევრად შეიძლება მოწვეული იქნას სხვადასხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები. 6. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც არ არის საბჭოს წევრი. 7. საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი. 8. საბჭოს მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს თავმჯდომარე.“ 2) დანართის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. საბჭოს საქმიანობის წარმართვა 1. საბჭოს სხდომები იმართება წელიწადში ერთჯერ ან საჭიროებისამებრ.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები