დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/10/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/10/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.125.016450 |
|
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის N3 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (www. Matsne.gov.ge 17/01/2022 წელი; სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.125.016407) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. კომუნალური გადასახადები პროგრამით ისარგებლებენ: 1. 2006 წლიდან შპს „საქნახშირი“ შახტაში დაღუპულთა და დაშავებულთა (რომლებსაც ტრავმის შედეგად მიენიჭათ შშმ პირის სტატუსი) ოჯახები თვეში 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით, წელიწადში 6 თვის განმავლობაში (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, ნოემბერი და დეკემბერი); 1.1. კომუნალური გადასახადის გადახდა განხორციელდება ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამსახურში არსებული მონაცემთა ბაზებიდან. 2. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მხედველობით პირველი ჯგუფის შშმ პირები ყოველთვიურად 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით; 2.1. კომუნალური გადასახადის გადახდა განხორციელდება ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამსახურის არსებული მონაცემთა ბაზებიდან. 2.2. მხედველობით პირველი ჯგუფის შშმ პირის სტატუსის მინიჭების შემდგომ ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამსახურის არსებულ მონაცემთა ბაზაში ჩასართავად დახმარების მთხოვნელმა უნდა წარმოადგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) მხედველობით პირველი ჯგუფის შშმ პირის სტატუსის ცნობა; გ) აბონენტის ნომერი; დ) ცნობა საცხოვრებელი ადგილისა და ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები, რომელთა ოჯახის სარეიტიგო ქულა 100 001 ქულამდეა, ყოველთვიურად 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით. 3.1. კომუნალური გადასახადის გადახდა განხორციელდება ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამსახურში არსებული მონაცემთა ბაზებიდან. 3.2. პროგრამით მოსარგებლეებმა საბიუჯეტო წლის დასაწყისსა (იანვარი) და დასასრულში (დეკემბერი) ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამსახურში უნდა წარმოადგინოს: ა) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; ბ) აბონენტის ნომერი. 4. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის, შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილ სამოქმედო გეგმაში (ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა) მითითებული ოჯახი, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, ყოველთვიურად არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი) ლარისა. 5. წინამდებარე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პროგრამით ისარგებლებლებენ ბენეფიციარები, რომლებსაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამსახურში არსებული მონაცემთა ბაზის გადამოწმების შედეგად კომპანიების მიმართ სააბონენტო ბარათზე აქვთ დავალიანება ან/და კრედიტი არაუმეტეს 20 (ოცი) ლარისა. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები