დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 1 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 26 |
დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 28/10/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/10/2022 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.158.016573 |
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 1 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 1 დეკემბრის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/12/ 2021, 190020020.35.158.016538) შევიდეს ცვლილება: |
მუხლი 1 |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 1 დეკებრის №17 დადგენილების დანართი №1 ჩამოყალიბდეს დანართი №1-ის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 28 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დანართი №1
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
თავი I |
მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით.
მუხლი 3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 36935.8 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7837.4ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 20728.438 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 32370,7ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 12642,8ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა13052,8 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 410,0 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის:
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით.
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო
მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება – 8140,16 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება – 8140,16 ათასი ლარის ოდენობით.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაშთმა წლის დასაწყისისთვის შეადგენდა 8140155,82 ლარი. მათ შორის : საქართველოს ბანკში არსებულმა ნაშთმა შეადგინა 7371970 ლარი; საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე- 128829,58 ლარი; N2685 31/12/2020 წლის მთავრობის განკარგულებიდან - 310823,11 ლარი; N2630 18/12/2019 წლის მთავრობის განკარგულებიდან -308316 ლარი; ქალაქ ბოლნისში შოთა რუსთაველის ქუჩაზე (N47-დან N79-მდე) ქვაფენილების მოწყობის სამუშაოები -0.6 ლარი; სოფელ რაჭისუბანში გზების რეაბილიტაცია- 9879,72 ლარი; სოფელ ძველქვეშის გზის მოწყობის სამუშაოები (მე-2 ეტაპი)- 44,81 ლარი; სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - 10292 ლარი.
მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება ვალდებულებების კლება-საშინაო-სესხების ეკონომიკურ მუხლში გეგმა განისაზღვრა სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდთან 2017 წლის 13 მარტის N50 ხელშეკრულებების მიხედვით. სესხის ფარგლებში განხორციელდა ორი ცალი კომპაქტორიან ნაგავმზიდი მანქანის და ასი ცალი ნარჩენების კონტეინერის შესყიდვა.
ვალის ნაშთი 2022 წლის 1 იანვრისთვის შეადგენს 258594 ლარი და 2022 წლის 31 დეკემრისთვის კი – 201128 ლარი.
მუხლი 13. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერები 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 345.0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 170,00 ათასი ლარის ოდენობით; ა.ა) ააიპბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის კონტროლის, საზოგადიობრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრის;-ს მიერ 2022 წელს განსახორციელებელი; სავალდებულო ღონისძიებები ადგილობრივი დელეგირებული უფლებამოსილებისათვის 114.0 ათასი ლარის ოდენობით; ა.ბ) შპს დეზე-ეფექტის-ს მიერ განსახორციელებელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი სადერატიზაციო, სადეზინსექციო და სადეზინფექციო სამუშაოების უფლებამოსილებისათვის 56.0 ათასი ლარის ოდენობით; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 172,0 ათასი ლარის ოდენობით; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 3,0 ათასი ლარისა ოდენობით; N2630 18/12/2019 საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი 308,4 ათასი ლარი. 2021 წელში ფინანსების მართვის გაუმჯობესებისთვის საქართველოს მთავრობის 27/12/2021 წლის N2374 განკარგულების საფუძველზე გამოიყო კაპიტალური ტრანსფერი 250 000 ლარის ოდენობით. N51 14/01/2022 საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 596,2 ათასი ლარი. N75 18/01/2022 საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად გამოყოფილი კაპიატლური ტრანსფერი 5370.324 ათასი ლარი. N277 15/02/2022 საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოეყოფილი ტრანსფერი 714 ,0 ათასი ლარი.
თავი II ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
1. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00) პრიორიტეტის მიზანია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების გამართული და ეფექტური მუშაობა. პრიორიტეტი მოიცავს ისეთ პროგრამებს და ქვეპროგრამებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს,საკრებულოს აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: თანამდებობრივი სარგო, ჯილდო, დანამატი და სხვა. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, ვალების დაფარვის ხარჯებს. მმართველობითი სფეროს რეფორმა ერთ-ერთი მთავრი ფაქტორია მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის. ასევე იგეგმება გარკვეული რეფორმები, რომელიც განხორციელდება რამოდენიმე მიმართულებით: 1. ახალი სტრუქტურის, დებულებებისა და სამუშაოთა აღწერილობის შექმნა; 2. მმართველობითი გუნდის მუშაობის შეფასების შიდა და გარე სისტემების შექმნა; 3. მუნიციპალიტეტის ფუნქციონირებისას მოსახლეობის ჩართულიბის სისტემების შექმნა; 4. საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესება; 5. ქონების მართვის სისტემის გაუმჯბესება; 6.მიმდინარე პროცესების მართვა და სხვა. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი ადგილობრივი პოლიტიკის განხორციელების უმნიშვნელოვანესი მექანიზმია. ადგილობრივი ბიუჯეტით, მასში გაწერილი პროგრამებითა და ქვეპროგრამებით განისაზღვრება, თუ როგორ უნდა დახარჯოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ საჯარო ფინანსები იმ გადაწყვეტილებების განსახორციელებლად, რომლებიც აუცილებელია მოქალაქეთა ცხოვრებისთვის. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბიუჯეტის შემუშავების ფუნდამენტური პრინციპია - ბიუჯეტის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. გამჭვირვალობა გულისხმობს ბიუჯეტების პროექტების წარმომადგენლობით ორგანოებში განხილვის პროცედურების საჯაროობას საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის; დამტკიცებული ბიუჯეტებისა და მათი შესრულების შესახებ ანგარიშების გამოქვეყნებას; ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის. აღნიშნული პრინციპების საფუძველზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს ჩაერთოს ბიუჯეტის შემუშავებისა და აღსრულების პროცესში. მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ და საკუთარი მოსაზრებები მიაწოდონ ადგილობრივ ხელისუფლებას. ბიუჯეტის პროექტის შედგენის, განხილვისა და დამტკიცებისას, მოქალაქეებს უფლება აქვთ, წინადადებებით მიმართონ მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს, ასევე, დაესწრონ საკრებულოს სხდომებს და მიაწოდონ საკრებულოს საკუთარი წინადადებები და შენიშვნები. ბიუჯეტის შედგენისა და განხილვის ეტაპებზე მოქალაქეთა მონაწილეობის კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმებია: საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობა; საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა; საკრებულოს დადგენილების პროექტის პეტიციის წესით ინიცირება. გარდა ზემოაღნიშნულისა, ნებისმიერი მოქალაქის კანონით გარანტირებული უფლებაა მოითხოვოს შეხვედრა საკრებულოს წევრთან და მიაწოდოს საკუთარი მოსაზრება ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით. ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით საკრებულო ვალდებულია უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტების საჯარო განხილვა მათ დამტკიცებამდე. ასევე, საკრებულოს ვალდებულებაა სამ თვეში ერთხელ მაინც უზრუნველყოს „ღია კარის სხდომები“ მოქალაქეთა მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მოსასმენად. გარდა საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი პროცედურისა, ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების, პროგრამებისა და ქვეპროგრამების შედგენის ეტაპზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების ორგანიზებით იმართება საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტისა და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის. აღნიშნულ შეხვედრებზე ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს განიხილოს საბიუჯეტო დოკუმენტების პროექტები, დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება წარმოდგენილ პროექტებთან დაკავშირებით და მიაწოდოს რეკომენდაციები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობას, მერიის შესაბამისი სამსახურებისა თუ ორგანიზაციების წარმომადგენლებს. გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებისა, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს ჩაერთოს პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის შემუშავების პროცესში. მოქალაქეთა მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმები თვითმმართველობის ბიუჯეტის აღსრულების პროცესში მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბიუჯეტი დაიგეგმოს გამჭვირვალედ, მიზანმიმართულად და საზოგადოების ფართო ჩართულობით, ხოლო მისი ხარჯვა კი განხორციელდეს მაქსიმალურად ეფექტიანად. ბიუჯეტის ხარჯვის, ანუ აღსრულების, ეტაპზე მოქალაქეებს შეუძლიათ, განახორციელონ მონიტორინგი, თუ რამდენად წესებისა და პროცედურების დაცვით ხდება დამტკიცებული ბიუჯეტის ხარჯვა და ადგილობრივი შესყიდვების განხორციელება, ასევე, რამდენად მიზანმიმართულად და ეფექტიანად იხარჯება ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ საბიუჯეტო რესურსები. ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და აუდიტორული დასკვნა არის საჯარო ინფორმაცია და ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის. გასათვალისწინებელია, რომ წლის განმავლობაში, ადგილობრივ ბიუჯეტში შედის ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც ბიუჯეტს ემატება ახალი ღონისძიებები, ასევე, იცვლება არსებული ღონისძიებების დაფინანსება. მოსმენილი ანგარიშების საფუძველზე, მოქალაქეს უფლება აქვს შეიმუშაოს რეკომენდაციები და წარუდგინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით.
2. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (პროგრამული კოდი 01 01)
3. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია (პროგრამული კოდი 01 02 )
1.1 სარეზერვო ფონდი.(პროგრამული კოდი 01 03)
1.2 წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებებისა და სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების ფონდი (პროგრამული კოდი 01 04)
1.3. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახური (პროგრამული კოდი 01 05)
საჯარო მოსამსახურეთა სწავლება-გადამზადება.(პროგრამული კოდი 01 06)
2. ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 00) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება, ამიტომ აღნიშნული მიმართულება ქალაქის ბიუჯეტის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1.საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია.(პროგრამული კოდი 02 01)
2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია. (პროგრამული კოდი 02 02)
2.2.1. სარწყავი არხების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 02 02 01)
2.2.2. სასმელი წყლით მომარაგების სამუშაოები. (პროგრამული კოდი 02 02 02)
2.2.3. გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია.(პროგრამული კოდი 02 02 03)
2.2.5. ბინათმშენებლობა.(პროგრამული კოდი 02 02 06)
2.2.6. სარიტუალო მომსახურებისა და სასაფლაოების მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 02 02 07)
2.2.7. კორპუსების მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 02 02 10)
2.2.8.ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება (პროგრამული კოდი 02 02 11)
2.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები. (პროგრამული კოდი 02 03)
2.3.1. ქალაქის შემოსასვლელის, ქუჩების კეთილმოწყობა და ქალაქის ნაწილის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 03 01)
2.3.2. სკვერებისა და შადრევნების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 02 03 02)
2.3.3. ცენტრალური პარკის მოვლა (პროგრამული კოდი 02 03 03)
2.6. საპროექტო დოკუმენტაციის და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება (პროგრამული კოდი 02 06)
2.8. ბოლნისის მოდელი-წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის (პროგრამული კოდი 02 08)
3. დასუფთავება და გარემოს დაცვა.(პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულია ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. პრიორიტეტის განხორციელებით საგრძნობლად გაუმჯობესდება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა, ქალაქისათვის აუცილებელ და მნიშვნელოვან საზრუნავს წარმოადგენს მისი დასუფთავება, უპატრონო ცხოველებისაგან იზოლირება და ხეების გადაბელვა, ქალაქის მოსახლეობის დასვენების პირობები. მწვანე საფარის მოვლა–პატრონობა, მწვანე ნარგავებით ტერიტორიების შევსება და მათი შენარჩუნება საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა.
3.1. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 01)
3.2 ნარგავების მოვლა-პატრონობა, გამწვანება (პროგრამული კოდი 03 02)
4. განათლება. (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უნარშეზღუდულ ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრირებას და მათ საგამანათლებლო სარეაბილიტაციო ცენტრში სწავლას.
4.1.სკოლამდელი განათლება.(პროგრამული კოდი 04 01)
4.1.1. ა(ა)იპ - ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლანმდელი აღზრდისა და მეთოდური კორდინაციის დაწესებულება" (პროგრამული კოდი 04 01 01)
4.1.2. საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 04 01 02)
4.2. უნარშეზღუდული ბავშვების ხელშეწყობა. (პროგრამული კოდი 04 02)
5. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებს, როგორც ქვეყნის მრავალმხრივი განვითარების ერთ - ერთ უმნიშვნელოვანეს სეგმენტს, ბევრ სხვა სიკეთეებთან ერთად მისი წილი ეკონომიკის ადგილობრივ დონეზე გაჯანსაღებაში არანაკლებ პატარა მოცულობისა შეიძლება გავხადოთ თუ მისადმი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება მოხერხდება თანამედროვე მიდგომებით, მაგ: შემოქმედებითი და სპორტული ინდუსტრიების შექმნა, როგორც დასაქმებისა და ტურიზმის განვითარებისათვის ეფექტური ხელშემწყობი ფაქტორი;
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროები ადგილობრივ დონეზე დაეფუძნება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად პრინციპებს
5.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა.(პროგრამული კოდი 05 01)
5.1.1. სპორტული ორგანიზაციების ხელშეწყობა. (პროგრამული კოდი 05 01 01)
5.1.1.1. ა(ა)იპ - სკოლიგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი(პროგრამული კოდი 05 01 01 01)
5.1.1.2. ა(ა)იპ - ბოლნისის მუნიციაპიტეტის საჭადრაკო სკოლა „ნონა“ (პროგრამული კოდი 05 01 01 02)
5.1.1.3. ა(ა)იპ - რაგბის კლუბი ბოლნისი (პროგრამული კოდი 05 01 01 03)
5.1.1.4. ააიპ სსსდ ბოლნისის ძიუდოს სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 01 05)
5.1.2 სპორტული ობიექტების მოწყობა/რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 01 02).
5.1.2.2. ააიპ ბოლნისის მუნიციპალური სტადიონებისა და სპორტული მოედნების მართვის სამსახური (პროგრამული კოდი 05 01 02 02).
5.2 .კულტურის განვითარების ხელშეწყობა.(პროგრამული კოდი 05 02)
5.2.1 კულტურის ორაგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01)
5.2.1 .1. ა(ა)იპ - ბოლნისის მუნიციაპიტეტის თეატრი (პროგრამული კოდი 05 02 01 01)
5.2.1 .2. ა(ა)იპ - ზაურ ხუჯაძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 01 02)
5.2.1 .3. ა(ა)იპ - ბოლნისის მუნიციაპიტეტის კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01 03)
5.2.2. კულტურული შენობა-ნაგებობების მშენებლობა რეაბილიტაცია (05 02 02)
5.3. კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03)
5.4. ეპარქიის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 04)
5.5. საგამომცემლო საქმიანობა.(პროგრამული კოდი 05 05)
5.6. განცხადება, რეკლამა და საეთერო დრო (პროგრამული კოდი 05 06)
5.7. წარჩინებული სპორტსმენების,სტუდენტებისა და მოსწავლეების ფულადი დახმარება (პროგრამული კოდი 05 07)
5.8. ინიციატივების თანადაფინასება(პროგრამული კოდი 05 08)
5.9. ახალგაზრდობის მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 09)
6. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.(პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
6.1. ჯანდაცვის პროგრამები.(პროგრამული კოდი 06 01)
6.1.2 . საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა.(პროგრამული კოდი 06 01 01)
6.1.2 .1. ააიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.(პროგრამული კოდი 06 01 01 01)
6.1.2 .2. სადერატიზაციო, სადეზინსექციო და სადეზინფექციო სამუშაოები(პროგრამული კოდი 06 01 01 02)
6.2 .სოციალური პროგრამები. (პროგრამულიკოდი 06 02)
6.2.1. ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამულიკოდი 06 02 01)
6.2.2. შშმპ დახმარებები (პროგრამულიკოდი 0602 02)
6.2.3 ა(ა)იპ - ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“ (პროგრამულიკოდი 06 02 03)
6.2.4. სოციალურად დაუცველი ერთწლამდე ბავშვების ყოველთვიურად კვებით უზრუნველყოფა (პროგრამულიკოდი 06 02 04)
6.2.5. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ლოგოპედის მომსახურებით უზრუნველყოფა (პროგრამულიკოდი 06 02 05)
6.2.6. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბენეფიციარების მატერიალური დახმარება (პროგრამულიკოდი 06 02 06)
6.2.7. გათბობის სეზონისათვის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება (პროგრამულიკოდი 06 02 07)
6.2.8. სამედიცინო უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამულიკოდი 06 02 08)
6.2.9. ბინის ქირით უზრუნველყოფა (უსახლკაროების დახმარება) (პროგრამული კოდი 06 02 09)
6.2.10. სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრები ოჯახებისათვის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 10)
6.2.11. სტუდენტთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11)
6.2.12. მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათი (პროგრამულიკოდი 06 02 12)
6.2.13. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთადა და კარგულთა ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება (პროგრამულიკოდი 06 02 013)
6.2.14. ერთჯერადი დახმარებები (პროგრამული კოდი 06 02 14)
6.2.15. სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 15)
6.2.16. სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება(პროგრამული კოდი 06 02 16)
6.2.17. ხანდაზმულთა დღის სოციალური ცენტრი (პროგრამული კოდი 06 02 17)
ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობები პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით (ათ. ლარი)
თავი III მარეგულირებელი ნორმები
მუხლი 14. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 15. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“–ს 101–ე მუხლის საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნებებში 52.0 ათასი ლარი გათვალისწინებულია მოხელეთა პროფესიული განვითარებისათვის.
მუხლი 16. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 17. 1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა, ყოველი კვარტლის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე. 2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 18. პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება.
მუხლი 19. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს-ების და ა(ა)იპ–ების ბიუჯეტების და საშტატო ნუსხების დამტკიცება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 20. საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის 6-ე პუნქტის შესაბამისად წლიური ბიუჯეტის დაზუსტება განხორციელდეს შემდეგი წესით: 1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით. 2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად. 4. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებს/ღონისძიებებს და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ასიგენებების გადანაწილება (მათ შორის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა), შესაძლებელია განხორციელდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე; 5. სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე შესაძლებელია განახორციელდეს ცვლილებები (მათ შორის: პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში. განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით უნდა წარედგინოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს; 6. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს-ების და ააიპ-ების ხარჯთაღრიცხვების დაზუსტება მათთვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში განხორციელდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 7. ამ მუხლის 2-5 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის წლიურ ბიუჯეტში ცვლილებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახური, განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget).
მუხლი 21. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად.
მუხლი 22 . მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 300.0 ათასი ლარის ოდენობით. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
მუხლი 23. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 345,0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 170,0 ათასი ლარის ოდენობით ; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 172,0 ათასი ლარის ოდენობით; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 3,0 ათასი ლარის ოდენობით; 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
დოკუმენტის კომენტარები