„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 16 ოქტომბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 31/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 16/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.026.017030
74
31/10/2022
ვებგვერდი, 31/10/2022
010320040.22.026.017030
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 16 ოქტომბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №74

2022 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 16 ოქტომბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 16 ოქტომბრის №90 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.026.016832) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

მუხლი 61. სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების პოლიტიკისა და დაგეგმვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები;

ბ) სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია;

გ) ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი.

2. მუშაობის გამოცდილება – 1 წელი.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.

4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთის ცოდნა) – B1 დონე.

5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე