დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების საქართველოს რესპუბლიკის, ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროების დაქვემდებარებაში გადაცემისა და ამასთან დაკავშირებით ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/04/1991 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 4, 27/04/1991 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების საქართველოს რესპუბლიკის, ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროების დაქვემდებარებაში გადაცემისა და ამასთან დაკავშირებით ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ
მოსახლეობის სამართლებრივი მომსახურების გაუმჯობესების, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის კანონიერების ზუსტი და განუხრელი დაცვის, მუშაობის ორგანიზაციის სრულყოფის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
1. დაექვემდებაროს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი განყოფილებები, ქორწინების სასახლეები და მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი არქივები საქართველოს რესპუბლიკის, ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროებს და შესაბამისად ეწოდოს საქართველოს რესპუბლიკის, ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროების მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის რაიონული (საქალაქო), ქალაქის რაიონული განყოფილებები და მოქალქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის არქივები.
2. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ ამ კანონის საფუძველზე განახორციელოს სათანადო ღონისძიებანი.
3. საქართველოს სსრ 1970 წლის 18 ივნისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1970 წ., № 6 მუხ. 96):
ა) კოდექსის დასახელებასა და ტექსტში სიტყვები „საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსი“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკის საქორწინოო და საოჯახო კოდექსი“;
ბ) კოდექსის ტექსტში სიტყვები „სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების მოქალაქეობრივი აქტების ჩამწერი სახელმწიფო ორგანოებში (მმაჩი)“, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოები“ შესაბამისად შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკის, ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროების მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის რაიონული (საქალაქო), ქალაქის რაიონული განყოფილებები“, „მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის სახელმწიფო ორგანოები“, „მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოები“;
გ) მე-16 მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიერ“, შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკის, ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროების მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაცია რაიონული (საქალაქო), ქალაქის რაიონული განყოფილების გამგის მიერ“;
დ) 161-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 161. მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოები
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩაწერა ხდება საქართველოს რესპუბლიკის, ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროების მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის რაიონული (საქალაქო), ქალაქის რაიონულ განყოფილებებში, ხოლო სოფლებსა და დაბებში - სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივ ორგანოებში“;
ე) 162- მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დაბადების, დაქორწინების, მამობის დადგენისა და გარდაცვალების რეგისტრაციას სოფლებსა და დაბებში ახდენენ სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოები“.
4. საქართველოს სსრ 1964 წლის 26 დეკემბრის კანონით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., № 36, მუხ. 662) 256-ე მუხლის მეორე ნაწილის მე-4 და მე-8 პუნქტებში, 260-ე, 265-ე, 283-ე მუხლების მეორე ნაწილებში, 284-ე და 285-ე მუხლებში სიტყვები „მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოები“ შეიცვალოს სიტყვებით „მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოები“.
5. ეს კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზ. გამსახურდია.
თბილისი, 1991 წლის 27 აპრილი.
დოკუმენტის კომენტარები