საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 07/07/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 73, 21/07/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 25/06/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.09.010.005.947
  • Word
41
07/07/2003
სსმ, 73, 21/07/2003
010.320.000.09.010.005.947
საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.09.010.005.947

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის

ბრძანება №41

2003 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონების შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის 38 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 50, 24.05.02 წ. მუხ. 471) შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ი“ ქვეპუნქტში სიტყვები „სპეციალურ დავალებათა სამმართველო“ შეიცვალოს სიტყვებით „შიდა კონტროლისა და საგანგებო დავალებათა სამსახური;“;

ბ). „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. შიდა კონტროლისა და საგანგებო დავალებათა სამსახური

თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს კონტროლის პალატაში საფინანსო დარღვევათა პრევენციას, კონტროლის პალატის სავალდებულო აუდიტს, ამოწმებს საბიუჯეტო და სპეციალური სახსრების მიღებისა და ხარჯვის კანონიერებასა და მიზნობრიობას, კონტროლის პალატის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის, კანონმდებლობით განსაზღვრული წესების, სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოქმედებათა აკრძალვისა და სხვა ნორმების დაცვას, კონტროლის პალატის თავმჯდომარის დავალებით ატარებს რევიზია-შემოწმებებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მომართვების საფუძველზე, თავმჯდომარის დავალებით გადაამოწმებს რევიზია-შემოწმების მასალების რეალობას, დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს, კოორდინაციას უწევს კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულების მუშაობას საქართველოს სამართალდამცავ და მაკონტროლებელ ორგანოებთან, ახორციელებს კომპლექსურ ღონისძიებებს ურთიერთშეთანხმებული ღონისძიებების რეალიზაციის, ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლის და სამსახურის კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხების გადაწყვეტის მიზნით. თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლის პალატის თანამშრომლებს უწევს კონსულტაციებს რევიზია-შემოწმების პროცესში დარღვევების გამოვლენის, შეფასებისა და გაფორმების საკითხებში. სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის ეფექტური განხორციელების, რევიზია-შემოწმების პარალელიზმის აღკვეთის უზრუნველსაყოფად ახორციელებს სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის სხვა ორგანოების საქმიანობის კოორდინაციას, რისთვისაც კოორდინაციაში ჩართულ ორგანოთა ხელმძღვანელებისაგან შედგენილ საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, რომელსაც ხელმძღვანელობს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, კოორდინაციის ობიექტებს აძლევს რეკომენდაციებს შემოწმების ობიექტისა და ვადის შეცვლის, კომპლექსურ შემოწმებაში ჩართვისა და სხვა ღონისძიებების თაობაზე. საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის მაღალი ხარისხის და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, თავმჯდომარის უშუალო დავალებითა და საკოორდინაციო საბჭოსთან წინასწარი შეთანხმებით შეიმუშავებს საფინანსო-სამეურნეო კონტროლის ყველა სამსახურისათვის გამოსაყენებლად სავალდებულო საკონტროლო და სარევიზიო ნორმებისა და ნორმატივების პროექტებს“.

3. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნას.

    მუხლი 2

ბრძანება გაეცნოს კონტროლის პალატის სტრუქტურულ ერთეულებს.

    მუხლი 3

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ს. მოლაშვილი