„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 869
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 28/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.017359
869
28/10/2022
ვებგვერდი, 31/10/2022
010130000.22.027.017359
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №869

2022 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.07.2011 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010130000.22.027.016165) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები დაინტერესებულ პირზე პირადობის მოწმობას და ბინადრობის მოწმობას (გარდა ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირისა) გასცემენ პირის მიერ გადახდილი შესაბამისი მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განცხადების შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს;

გ) მე-3 სამუშაო დღეს;

დ) 24 საათის გასვლისთანავე;

ე) იმავე დღეს.

2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ლტოლვილზე, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფ პირზე დროებით ბინადრობის მოწმობას მომსახურების/დაჩქარებული მომსახურების საფასურის გარეშე გასცემენ დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“.

2. 48-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე მოთხოვნის ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ პირზე გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა და მოთხოვნის წარდგენა ხდება დაინტერესებული პირის პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებით, ან როდესაც ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

3. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის თაობაზე მოთხოვნის ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ პირზე გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა/ბიომეტრიული პასპორტი და მოთხოვნის წარდგენა ხდება დაინტერესებული პირის პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებით, ან როდესაც ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით და პირადობის (ბინადრობის) ახალი მოწმობის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია დაინტერესებული პირის პირადი ხელმოწერის/მონაცემების ხელმეორედ გამოყენება (ასეთის საჭიროებისას).“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ დაინტერესებულ პირზე გაცემულია შესაბამისი ბიომეტრიული დოკუმენტი და ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია დაინტერესებული პირის ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება, პირმა ბიომეტრიული პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნა შესაძლებელია წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, თუ მოთხოვნის წარდგენა ხდება დაინტერესებული პირის პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებით, ან ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და დაინტერესებული პირის/განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.“;

გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე პირის მიმართ შესაბამისი მომსახურების გასაწევად აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, მოთხოვნის განხილვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვამდე განმცხადებელს განესაზღვრება ვადა დოკუმენტების წარსადგენად არაუმეტეს ერთი თვისა. დოკუმენტების წარდგენამდე მოთხოვნის განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. აღნიშნულ ვადაში დოკუმენტების დადგენილი ფორმით წარმოუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე