„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №43/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №43/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
მიღების თარიღი 26/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.037.016186
8/ნ
26/10/2022
ვებგვერდი, 27/10/2022
010240070.22.037.016186
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №43/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №43/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №8/ნ

2022 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №43/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №43/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 07/08/2018, 010240070.22.037.016139) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების:

1. მე-4 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;“;

ბ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

„ჟ) ხარისხის მართვისა და მონიტორინგის სამსახური.“.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური

1. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული).

2. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:

ა) დაგეგმარების სამმართველო;

ბ) საგზაო მოძრაობის მართვის სამმართველო.

3. საგზაო ინფრასტრუქტურის    განვითარების სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:

ა) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების დაგეგმვა;

ბ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ერთიანი სტრატეგიული მიმართულებების და დოკუმენტების შემუშავება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების ქსელისა და ინფრასტრუქტურის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;

დ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) თანამშრომლობით;

ე) ყოველწლიურად დაგეგმილი საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების ნუსხის/გეგმის შემუშავება, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) თანამშრომლობით და ხელმძღვანელობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ვ) პროექტების დაგეგმვის ეტაპზე პროექტის საწყისი სოციალური, ეკონომიკური და ფინანსური ანალიზის მომზადება, სავარაუდო ეკონომიკური და სოციალური შედეგების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;

ზ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშოების განხორციელების მიზანშეწონილობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადება;

თ) საავტომობილო გზების ნუსხის შედგენისა და ნუსხის დამტკიცების ან მასში ცვლილებების შეტანის მიზნით, შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ი) დასრულებული საავტომობილო გზებისა და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის ობიექტების აღრიცხვა, მიღებული ობიექტების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია და დახარისხება;

კ) საავტომობილო გზებისა და ხიდების პასპორტიზაციის, აღწერისა და რეგისტრაციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) თანამშრომლობით;

ლ) საავტომობილო გზების თაობაზე არსებული სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება და მიღებული ინფორმაციის გამოყენება დაგეგმარების შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავებისას;

მ) საავტომობილო გზების ქსელის შესახებ სტატისტიკური, ანალიტიკური მონაცემების მიღება და მათი დამუშავება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების მოძრაობის ორგანიზაციის ცვლილებისა და სატრანსპორტო ნაკადების გადართვის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, საინფორმაციო და საინჟინრო ტექნიკური ჯგუფების მეშვეობით, დეპარტამენტის დაკვეთით საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციების (შემდგომში – მშენებელი) და შესაბამის სამუშაოებზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანიზაცი(ებ)ის (შემდგომში – ზედამხედველი) მიერ დეპარტამენტში წარდგენილი ინფორმაციის მიღება გზებზე არსებული ავტოსატრანსპორტო მოძრაობის რეჟიმების შესახებ;

პ) დეპარტამენტის სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან), მშენებელთან და ზედამხედველთან მუდმივი კავშირი და ინფორმაციის მოძიება/მიღება საავტომობილო გზებზე მოძრაობის რეჟიმის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავება, დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის სისტემატური მიწოდება, აგრეთვე, მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი უწყებების, ორგანიზაციების ინფორმირება და დაინტერესებული პირებისათვის გაცნობა;

ჟ) საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და გადაადგილების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, საავტომობილო გზებზე მოძრაობის რეჟიმის შესახებ ინფორმაციის საავტომობილო გზის მომხმარებელთათვის გადაცემის უზრუნველყოფა, მათ შორის, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის (ერთეულისათვის) მიწოდება;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებაში მონაწილეობა;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;

უ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;

ფ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;

ქ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა“-„მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დაგეგმარების სამმართველო;

ბ) „ნ“-„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საგზაო  ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის საგზაო მოძრაობის მართვის სამმართველო;

გ) „რ“-„ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ორივე სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში.“.

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. საგზაო უსაფრთხოების სამსახური

1. საგზაო უსაფრთხოების სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული).

2. საგზაო უსაფრთხოების სამსახურში სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:

ა) უსაფრთხოების აუდიტისა და ინსპექტირების სამმართველო;

ბ) გვირაბებისა და გზების ინფრასტრუქტურის საინფორმაციო სისტემების მართვის სამმართველო.

3. საგზაო უსაფრთხოების სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზებზე საგზაო სამუშაოების წარმოების მიზნით, მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების აუდიტში მონაწილეობის მიღება და რეკომენდაციების მომზადება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფთან ან/და ტერიტორიულ ორგანოსთან ერთად საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ინსპექტირების ჩატარება, უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით რეკომენდაციების მომზადება;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფის ან/და ტერიტორიული ორგანოს მიერ აღრიცხული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების საავტომობილო გზების, სახეობების, გამომწვევი მიზეზების და შედეგების მიხედვით კლასიფიკაცია, ანალიზი და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა, შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების კონცენტრაციის ადგილების გაჯანსაღებისათვის პროფილაქტიკური ღონისძიებების გასატარებლად წინადადებების მომზადება;

ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;

ვ) საავტომობილო გზებზე უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საგზაო სამუშაოების წარმოების უზრუნველსაყოფად, კონტრაქტორი ორგანიზაციების ან/და სხვა ორგანიზაციების მიერ დეპარტამენტში წარდგენილი მოძრაობის დროებითი ორგანიზაციის სქემების შემოწმების, დამტკიცების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფთან ან/და ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმების, კონტრაქტორ ორგანიზაციებზე სქემების გადაცემის პროცედურათა განხორციელება. საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, არსებული პროცედურების მიხედვით საავტომობილო გზებზე მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების განთავსებაზე მონიტორინგის განხორციელება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, ექსტრემალურ პირობებში საავტომობილო გზებზე შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად კონკრეტული ღონისძიებების შემუშავებაში და ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება. საჭიროების შემთხვევაში, შემდგომი მონიტორინგის განხორციელება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებასა და სატრანსპორტო ნაკადის გადართვის ორგანიზებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფთან ან/და ტერიტორიულ ორგანოსთან ერთად მონაწილეობის მიღება;

კ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფიდან ან/და ტერიტორიული ორგანოდან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიღებული ინფორმაციის დამუშავება, მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება, პერსპექტიული გეგმებისა და საავტომობილო გზების განვითარების საკითხების დამუშავებისას მათი გამოყენება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზებზე საპროექტო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნის დისლოკაციის პროექტების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფთან შეთანხმების პროცედურათა განხორციელება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინდადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ნ) დეპარტამენტის მიერ საგზაო უსაფრთხოების კუთხით განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმვა და შესყიდულ სამუშაოებზე მონიტორინგის განხორციელება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, საინფორმაციო და საიჟინრო ჯგუფების მეშვეობით, საავტომობილო გზებზე არსებული გვირაბების საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად;

პ) ცვლადი და ტექსტური საინფორმაციო ნიშნების მართვა დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულთან) და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან კოორდინირებული მუშაობის გზით;

ჟ) გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ღონისძიებების განხორციელება ტექნიკური რეგლამენტით დეპარტამენტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;

რ) საავტომობილო გზების მომხმარებლების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა, თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, მომსახურების სისტემის მართვა და განვითარების ღონისძიებების დაგეგმვა;

ს) ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემების დანერგვის, განვითარებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი წინადადებების მომზადება, ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და სისტემაში ასახვა, აღნიშნული სისტემების მართვა და განვითარება;

ტ) ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემების და გვირაბების მართვის სისტემების უწყვეტ რეჟიმში მონიტორინგი, მიღებული მონაცემების დამუშავება, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის (ერთეულებისათვის) და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი უწყებების, ორგანიზაციების ინფორმირება;

უ) ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემების და გვირაბების მართვის სისტემების მეშვეობით, შეფერხების იდენტიფიცირება, საჭიროების შემთხვევაში, ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმის ცვლილების უზრუნველყოფა;

ფ) ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემების და გვირაბების მართვის სისტემების გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;

ქ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის (ერთეულისათვის) მიწოდება;

ღ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებაში მონაწილეობა;

ყ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;

შ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;

ჩ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;

ც) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა“-„ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საგზაო უსაფრთხოების სამსახურის უსაფრთხოების აუდიტისა და ინსპექტირების სამმართველო;

ბ) „ო“-„ფ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საგზაო უსაფრთხოების სამსახურის გვირაბებისა და გზების ინფრასტრუქტურის საინფორმაციო სისტემების მართვის სამმართველო;

გ) „ქ“-„ც“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს საგზაო უსაფრთხოების სამსახურის ორივე სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში.“.

4. ამოღებულ იქნეს მე-18 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;

ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;

დ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

5. 21-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი:

„მუხლი 211. ხარისხის მართვისა და მონიტორინგის სამსახური

1. ხარისხის მართვისა და მონიტორინგის სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული).

2. ხარისხის მართვისა და მონიტორინგის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:

ა) სამსახურებრივი ინსპექტირების მიზნით:

ა.ა) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და თავმჯდომარის ან/და შესაბამისი თავმჯდომარის მოადგილისათვის წარდგენა;

ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოთა განცხადებების, საჩივრების (გარდა ადმინისტრაციული საჩივრებისა), შეტყობინებების ან/და ინფორმაციის განხილვა. აგრეთვე, საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის შემოწმება, მოხელეთა მიერ სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულების კონტროლის მიზნით;

ა.გ) შემოწმების შედეგების საფუძველზე, დეპარტამეტის თავმჯდომარის ან/და შესაბამისი თავმჯდომარის მოადგილისათვის რეკომენდაციის წარდგენა, გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;

ა.დ) დეპარტამენტში დისციპლინის შესრულების კონტროლი;

ა.ე) სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლი;

ბ) ხარისხის მართვის მიზნით:

ბ.ა) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის, მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების პროცესების ხარისხის ამაღლებაზე, გაუმჯობესებაზე ორიენტირებული საქმიანობის წარმართვა;

ბ.ბ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის, მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების პროცესების ხარისხის შეფასებისათვის საჭირო ინსტრუმენტებისა და მეთოდების შემუშავება, მათ შორის, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზით;

ბ.გ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის სისტემატური კონტროლი და შეფასება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;

ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;

ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 01 ოქტომბრიდან.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიირაკლი ქარსელაძე