დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 506 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/10/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/10/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.023718 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2018, 010240030.10.003.020896) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ2) თავდაცვის მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტი;“. 2. მე-6 მუხლის 152 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „152. თავდაცვის მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტი: ა) უზრუნველყოფს სამინისტროს ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის სისტემის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრასა და მისი განხორციელების მონიტორინგს; ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს სტანდარტიზაციის მართვის სისტემის შექმნასა და მის ფუნქციონირებას; გ) ახორციელებს სამინისტროს კოდიფიკაციის ცენტრალიზებული სისტემის შექმნას, განვითარებასა და შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას; დ) უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების თავდაცვის მდგრადობასა და ნატოსთან თავსებადობის მხარდაჭერას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები