„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 504
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/10/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010240060.10.003.023715
504
26/10/2022
ვებგვერდი, 26/10/2022
010240060.10.003.023715
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №504

2022 წლის 26 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2011, 010240060.10.003.016668) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-5 61 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, საქართველოში მცხოვრები უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ელექტრონული მოწმობების განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 60 ლარი;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 20 ლარი;

გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 40 ლარი;

დ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 60 ლარი;

ე) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 90 ლარი.

6. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოში მცხოვრები უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის მოწმობების განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის − მომსახურების საფასური 40 ლარი.

61. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოში მცხოვრები უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის მოწმობების განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის მომსახურების საფასური − 25 ლარი, რაც დასაშვებია შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი;

ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის;

გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, ასევე მშობელი/მშვილებელი);

დ) პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, ასევე მშობელი/მშვილებელი).“;

ბ) 132 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„132. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციისთვის, გარდა დაბადებისა და გარდაცვალების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისა, რეგისტრაციის მოწმობის გაცემის ჩათვლით – მომსახურების საფასური 50 ლარი.“;

გ) 29-ე და 30-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„29. დოკუმენტის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-8 სამუშაო დღეს ლეგალიზაციისათვის – მომსახურების საფასური − 30 ლარი;

ბ) მე-4 სამუშაო დღეს ლეგალიზაციისათვის – მომსახურების საფასური − 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 30 ლარი;

გ) მე-2 სამუშაო დღეს ლეგალიზაციისათვის – მომსახურების საფასური − 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 90 ლარი;

დ) იმავე დღეს ლეგალიზაციისათვის – მომსახურების საფასური − 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 120 ლარი.

30. ლეგალიზაციისათვის ან აპოსტილით დასამოწმებლად წარდგენილი დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) უცხოურ ენაზე თარგმნისათვის – მომსახურების საფასური − 30 ლარი.“;

დ) 50-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51-ე და 52-ე პუნქტები:

„51. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით საქართველოში მყოფი პირისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მიღებული განცხადების საფუძველზე, მომსახურების გაწევისათვის საფასური (გარდა ამ მუხლის 32-ე და 33-ე პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გადაიხდევინება ამ მუხლით გათვალისწინებული წესითა და ოდენობით.

52. საინფორმაციო ბარათის, მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობისა და პირის მიერ სააგენტოს უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებული მოქმედების განხორციელებისათვის საჭირო თანხმობის გამოხატვის ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭების დადასტურებისათვის მომსახურების საფასურები და ვადები განისაზღვრება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დამყარებული პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის გზით საზღვარგარეთ მყოფი პირისაგან მიღებული განაცხადის საფუძველზე გაწეული მომსახურების ვადები და საფასურები

1. იმ მომსახურებისათვის, რომელთან დაკავშირებითაც საზღვარგარეთ მყოფი პირისაგან განაცხადი მიიღება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დამყარებული პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის გზით, დადგენილია შემდეგი ვადები და საფასურები:

ა) საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, 1 წლის ვადით მოქმედი საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქართველოს მოქალაქის 32-გვერდიანი პასპორტის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 300 ლარი;

ბ) სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის (მათ შორის, გვარის კანონიერად აღიარების, ისტორიული გვარის აღდგენის, გვარის დადგენის), ასეთი შეცვლიდან/კანონიერად აღიარებიდან/აღდგენიდან/დადგენიდან გამომდინარე, შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მათ შორის, მშობლის (მშობლების) მიერ სახელის, გვარის შეცვლის (გვარის კანონიერად აღიარების/აღდგენის/დადგენის) შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა), და სახელისა და გვარის შეცვლის მოწმობის, ასევე ასეთი შეცვლიდან/კანონიერად აღიარებიდან/აღდგენიდან/დადგენიდან გამომდინარე სხვა სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განაცხადის წარდგენიდან მე-60 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 455 ლარი;

გ) დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში სახელის ცვლილების კანონიერად აღიარების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 65 ლარი;

დ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორებისა და დამატების (გარდა მამობის დადგენისა და შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა) შეტანის, მათ შორის, მშობლ(ებ)ის სახელზე შედგენილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მონაცემის ცვლილების, შესწორებისა და დამატების შეტანის შემთხვევებში არასრულწლოვანი შვილ(ებ)ის სახელზე შედგენილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მშობლ(ებ)ის მონაცემის სავალდებულო ცვლილების, შესწორებისა და დამატების შეტანისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით გაცემის ჩათვლით, განაცხადის წარდგენიდან მე-15 კალენდარულ დღეს შეტანისათვის – მომსახურების საფასური 130 ლარი;

ე) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით გაცემის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 65 ლარი;

ვ) მატერიალური დოკუმენტის წარდგენიდან ან დამზადებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ლეგალიზაციისათვის ან აპოსტილით დამოწმებისათვის – მომსახურების საფასური 55 ლარი;

ზ) ელექტრონული დოკუმენტის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონული აპოსტილით დამოწმებისათვის – მომსახურების საფასური  55 ლარი;

თ) ლეგალიზაციისათვის ან აპოსტილით დასამოწმებლად წარდგენილი დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) უცხოურ ენაზე თარგმნისათვის – მომსახურების საფასური 30 ლარი;

ი) საინფორმაციო ბარათის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 20 ლარი;

კ) მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 20 ლარი;

ლ) ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 120 ლარი;

მ) პირის მიერ სააგენტოს უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებული მოქმედების განხორციელებისათვის საჭირო თანხმობის გამოხატვის ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭების დადასტურებისათვის – მომსახურების საფასური 55 ლარი.

2. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით საზღვარგარეთ მყოფი პირისაგან მიღებული განცხადების საფუძველზე, ამ დანართის მე-2 მუხლის მე-4, მე-7, მე-15 – 23-ე, 24-ე, 27-ე, 37-ე, მე‑40 და 41-ე პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისათვის საფასურები გადაიხდევინება იმავე პუნქტებით გათვალისწინებული განაკვეთებით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურებების (გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა) მისაღებად მიმართვისას, სააგენტოს უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებული მოქმედების განხორციელებისათვის საჭირო თანხმობის გამოხატვისათვის ან მესამე პირისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება.“.

3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციისთვის (გარდა დაბადებისა და გარდაცვალების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისა), რეგისტრაციის მოწმობის გაცემის ჩათვლით – მომსახურების საფასური 20 აშშ დოლარი.“.

4. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-8 მუხლის:

ა) მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელზეც შესაძლებელია, გაიცეს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველობით – 50%-ით;

ვ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი − 50%-ით.“;

ბ) 103 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10​3. სტუდენტები, რომლებზეც გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა აღნიშვნით „სტუდენტი“ და უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველობით, თავისუფლდებიან:

ა) ამ დანართის მე-2 მუხლის მე-5, მე-9 − მე-11, მე-12 და 132 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან 10%-ით;

ბ) ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 − 22 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან 5%-ით.“;

გ) 103 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 104 პუნქტი:

„104. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შემთხვევაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი