საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2961
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 11/03/1985
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 3, 29/03/1985
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
2961
11/03/1985
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 3, 29/03/1985
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„არასრულწლოვანი შვილებისათვის ალიმენტის გადახდევინების წესის რამდენადმე შეცვლის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 1 თებერვლის ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები საქართველოს სსრ შემდეგ საკანონმდებლო აქტებში:

1. საქართველოს სსრ 1970 წლის 18 ივნისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1970 წ., №6, მუხ. 96) 93-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „მიმართოს სასამართლოს სარჩელით“ შეიცვალოს სიტყვებით „განცხადებით მიმართოს სასამართლოს“.

2. საქართველოს სსრ 1964 წლის 26 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., №36, მუხ. 661) 390-ე მუხლში სიტყვები „აგრეთვე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ალიმენტის გადახდევინების სარჩელის გამო“ შეიცვალოს სიტყვებით „ალიმენტის გადახდევინების შესახებ განცხადების გამო სასამართლოს გადაწყვეტილების ან მოსამართლის დადგენილების საფუძველზე“, ხოლო სიტყვები „ან იმ ანაბრის“ შეიცვალოს სიტყვებით: „ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იმ ანაბრის“.

3. საქართველოს სსრ 1964 წლის 26 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., №36, მუხ. 662):

401-ე მუხლში სიტყვები „ალიმენტების გადახდევინებისას, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით და აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით
გამოწვეული ზარალის ანაზღაურებისას მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით“ შეიცვალოს სიტყვებით „ალიმენტების გადახდევინებისას მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მოსამართლის დადგენილებით, ხოლო დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით და აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებისას მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით“;

407-ე მუხლში სიტყვები „ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე“ შეიცვალოს სიტყვებით „ან სასამართლოს გადაწყვეტილებისა თუ მოსამართლის დადგენილების საფუძველზე“, ხოლო სიტყვები „ანდა იმ ანაბრის“ შეიცვალოს სიტყვებით “ანდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იმ ანაბრის“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე . გილაშვილი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი . ლაშქარაშვილი.

თბილისი, 1985 წლის 11 მარტი

№2961