დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსსა და საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2532 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
მიღების თარიღი | 05/07/1984 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 31/07/1984 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსსა და საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. საქართველოს სსრ 1970 წლის 18 ივნისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1970 წ., № 6, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
24-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „ერთპიროვნული გლეხური კომლის ქონებაზე“ შეიცვალოს სიტყვებით „იმ მოქალაქის მეურნეობის ქონებაზე, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომითს საქმიანობას სოფლის მეურნეობაში“;
37-ე მუხლში სიტყვები „50-დან 200 მანეთამდე“ შეიცალოს სიტყვებით „100-დან 200 მანეთამდე“;
38-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „50 მანეთის“ შეიცვალოს სიტყვებით „100 მანეთის“;
2. საქართველოს სსრ 1964 წლის 26 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., № 36, 662; 1974 წ., №10, მუხ. 191; 1981 წ., №3, მუხ. 43) 203-ე მუხლის მეექვსე ნაწილში სიტყვები „50-დან 200 მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „100-დან 200 მანეთამდე“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.
თბილისი. 1984 წლის 5 ივლისი,
№2532
დოკუმენტის კომენტარები