საქართველოს შსს საგზაო პოლიციის სამსახურის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს შსს საგზაო პოლიციის სამსახურის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 615
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი
სარეგისტრაციო კოდი 000000370.01(2).003.000126
615
25/11/1997
ვებგვერდი
000000370.01(2).003.000126
საქართველოს შსს საგზაო პოლიციის სამსახურის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება 615

1997 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შსს საგზაო პოლიციის სამსახურის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დებულების დამტკიცების შესახებ

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა  და  ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გამოყენების მაღალი ეფექტურობის უზრუნველყოფის, სახელმწიფო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, კერძო ფირმებთან და ცალკეულ ავტომფლობელებთან ურთიერთთანამშრომლობის მეთოდების სრულყოფის, რესპუბლიკის სატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საგზაო პოლიციის სამსახურის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დებულება“.

2. ქვეყანაში წლიური ტექნიკური დათვალიერების ვადა განისაზღვროს 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე. საგზაო პოლიციის საქალაქო და რაიონული სამსახურების ხელმძღვანელობამ უზრუნველყოს ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესწავლა და ჩათვლების მიღება 1997 წლის 20 დეკემბრამდე.

საგზაო პოლიციის მთავარმა სამმართველომ უზრუნველყოს აღნიშნულ ვადებში როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირების კუთვნილი ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერების ჩატარება ლიცენზირებულ დიაგნოსტიკურ სადგურებში შემოწმებით.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1996 წლის 9 აგვისტოს №681 ბრძანებით დამტკიცებული ნორმატიული აქტი – დანართი №5 – „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა და მისაბმელების სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერების ჩატარების წესები“.

4. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე.

 

მინისტრი

პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი                                                                 კ. თარგამაძე

 

 

საგზაო პოლიციის სამსახურის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1. ზოგადი დებულებები

1.1. დებულება განსაზღვრავს ავტომოტოტრანსპორტზე ტექნიკური ზედამხედველობის ხაზით საქმიანობას, ამ პროცესში საგზაო პოლიციის დანაყოფების მოვალეობათა შესრულების წესებს, აგრეთვე სამინისტროებთან, უწყებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთდამოკიდებულების ფორმებს და სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
1.2. ავტომოტოტრანსპორტზე ტექნიკური ზედამხედველობის ხაზით საგზაო პოლიციის მთავარ ამოცანას წარმოადგენს მოძრაობის უსაფრთხოებაზე, ავტოტრანსპორტის მავნე გავლენისაგან გარემოს დაცვაზე კონტროლი და სატრანსპორტო საშუალებათა გამოყენების მაღალი ეფექტურობის უზრუნველყოფა.

1.3. საგზაო პოლიცია ტექნიკური ზედამხედველობის ხაზით თავის საქმიანობას წარმართავს სხვადასხვა სამინისტროებთან, უწყებებთან და იურიდიულ პირებთან ურთიერთთანამშრომლობით, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან.

1.4. ტექნიკურ ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლებიც რეგისტრირებულია საგზაო პოლიციაში, გარდა დიპლომატიური იმუნიტეტით მოსარგებლე პირების ავტოტრანსპორტისა.

1.5. ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებისას დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობისათვის, მინიჭებული უფლებებით არასწორად სარგებლობისათვის, საგზაო პოლიციის თანმდებობის პირები პასუხს აგებენ დადგენილი კანონმდებლობით.

2. ტექნიკური ზედამხედველობის ხაზით მოვალეობათა განაწილება საგზაო პოლიციის ცენტრალურ აპარატსა და დანაყოფებს შორის

2.1. შსს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველო ტექნიკური ზედამხედველობის ხაზით ასრულებს მართვისა და კონტროლის ფუნქციებს, აგრეთვე სხვა მოვალეობებს, რომლებიც განსაზღვრულია საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს დებულებით და დამტკიცებულია შსს ბრძანებით.

2.2. ავტონომიური რესპუბლიკების საგზაო პოლიციის სამმართველოები, დედაქალაქის საგზაო პოლიციის სამსახური, რეგიონალური საგზაო პოლიციის განყოფილებები ასრულებენ მართვისა და კონტროლის ფუნქციებს, აგრეთვე ტექნიკური ზედამხედველობის ხაზით სხვა მოვალეობებს შს სამინისტროს ბრძანებებით დამტკიცებული შესაბამისი დებულებების საფუძველზე. 

2.3. საქალაქო და რაიონული საგზაო პოლიციის განყოფილებები და ქვეგანყოფილებები ტექნიკური ზედამხედველობის ხაზით ასრულებენ შემდეგ მოვალეობებს:

2.3.1. ახორციელებენ კონტროლს სატრანსპორტო საშუალებათა კონსტრუქციების შესაბამისობაზე მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან და იმ შემთხვევაში, როცა მათი დამზადება ან გადაკეთება არ მოითხოვს საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებასა და შეთანხმებას.

2.3.2. დადგენილი წესით ატარებენ ავტომობილების, მისაბმელებისა და მოტოციკლების სახელმწიფო პერიოდული ტექნიკურ დათვალიერებას.

2.3.3. აკონტროლებენ წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების სატრანსპორტო საშუალებების გამართულ მდგომარეობაში ყოფნისათვის ჩატარებულ ღონისძიებებს.

2.3.4. ახორციელებენ კონტროლს ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების, ტროლეიბუსების და ტრამვაების ტექნიკურ მდგომარეობაზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ამოწმებენ მათზე დაყენებული რადიოსადგურებისა და რადიოელექტრონული საშუალებების დაყენების კანონიერებას, აგრეთვე სხვა მოწყობილობების არსებობას, რომელიც გათვალისწინებულია ქარხანა-დამამზადებლის მიერ.

2.3.5. ახორციელებენ კონტროლს სატრანსპორტო საშუალებათა მომსახურეობისა და შეკეთების ხარისხზე ტექნიკური მომსახურების სადგურებსა და კერძო პროფილაქტორიუმებში მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
 

3. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა და მისაბმელების სახელმწიფო წლიური ტექნიკური დათვალიერების ჩატარების წესები

3.1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა და მისაბმელების სახელმწიფო წლიური ტექნიკური დათვალიერების ჩატარების წესები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერების წესების დამდგენ ერთიან ნორმატიულ აქტს წარმოადგენს. წლიური ტექნიკური დათვალიერების ვადა განისაზღვრება 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე შს მინისტრის ბრძანებით.

3.2. სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერების ძირითადი ამოცანაა სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობის შეფასება, მათი რაოდენობის, კუთვნილების, სხვა სარეგისტრაციო მონაცემების დაზუსტება, სატრანსპორტო საშუალებათა და მათი ნომრიანი აგრეგატების დანაშაულებრივი ხელყოფის შემთხვევების აღკვეთა-აცილებისათვის განკუთვნილი ღონისძიებების განხორციელება.

3.3. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების და მისაბმელების ტექნიკურ დათვალიერებას ატარებს საქართველოს შსს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებაში მყოფი საქალაქო, რეგიონალური და რაიონული დანაყოფების საგზაო  პოლიციის სამსახურები.

3.4. ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერება ტარდება დიაგნოსტიკურ სადგურებში, რომელთა მოწყობა და მუშაობის პრინციპები რეგლამენტირებულია ამ დებულებით.

3.5. დიაგნოსტიკური სადგურებში შემოწმებით წელიწადში ერთხელ ტექნიკურ დათვალიერებას ექვემდებარება მუდმივად ან დროებით აღრიცხვაზე მყოფი ყველა სატრანსპორტო საშუალება, მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები, ხოლო ის სატრანსპორტო საშუალებები (ავტობუსები, მიკროავტობუსები), რომლებიც ემსახურებიან მგზავრთა გადაყვანას, ტექნიკურ დათვალიერებას გადიან წელიწადში ორჯერ.

3.6. სამინისტროების, უწყებების, ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური დათვალიერების დაგეგმვა წარმოებს მთელი წლის პერიოდისათვის გრაფიკების შედგენით, რომლებიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს ტექნიკური დათვალიერების ჩატარების ადგილის, კალენდარული დღეების, ჩატარების დროისა და ყოველდღიური დათვალიერებას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობის შესახებ.

3.6.1. საწარმოთა სპეციფიკისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით, გრაფიკებს შეიმუშავებენ ადგილობრივი საგზაო პოლიციის დანაყოფები.

3.6.2. გრაფიკით დადგენილ თითოეულ დღეს ტექნიკურ დათვალიერებას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა განისაზღვრება დიაგნოსტიკური სადგურის გამტარუნარიანობით.

3.6.3. დამტკიცებული გრაფიკების ასლები ეგზავნებათ შესაბამის საწარმოებს, საქალაქო და რეგიონალურ საგზაო პოლიციის დანაყოფებს.

3.7. საგზაო პოლიციის რეგიონალური (საქალაქო, რაიონული) დანაყოფები ტექნიკური დათვალიერების დაწყებამდე არანაკლებ 20 დღისა  პრესის, ტელევიზიის, რადიოს საშუალებით ატყობინებენ ინდივიდუალურ მფლობელებს კუთვნილი ავტოტრანსპორტის ტექდათვალიერებაზე წარდგენის ადგილს, ტექნიკური დათვალიერების სიახლეებს, ხოლო სამინისტროებს, უწყებებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეგზავნებათ ტექნიკური დათვალიერების ჩატარებაზე შეტყობინებები და აქტის ბლანკები (დანართი №1) ბალანსზე მყოფი სატრანსპორტო საშულებების სიის შესადგენად (ძარის, ძრავის, შასის, გამოშვების წელის და სხვა აუცილებელი ჩანაწერების გათვალისწინებით), რომელიც წარედგინება საგზაო პოლიციას ავტოტრანსპორტთან ერთად ტექდათვალიერების ჩატარების დროს.

3.8. სამინისტროები, უწყებები, ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები ტექნიკური დათვალიერებისათვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში წარადგინონ ავტოტრანსპორტის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით დიაგნოსტიკურ სადგურებში.

3.8.1. ინდივიდუალური სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა შეასრულონ 3.8. პუნქტის მოთხოვნები ავადმყოფობის, მივლინებაში ან შვებულებაში ყოფნის გამო, ვალდებული არიან გამოჯანმრთელების, მივლინებიდან ან შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ დაუყონებლივ წარადგინონ თავისი სატრანსპორტო საშუალებები დიაგნოსტიკურ სადგურში ტექნიკური დათვალიერების ჩასატარებლად.

3.8.2. პირები, რომელთა მფლობელობაშიც არის აშკარად ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები, ან რომლებიც აღდგენას არ ექვემდებარებიან, აგრეთვე კონსერვაციაზე მდგომი, ვალდებულნი არიან წლის I კვარტლის ბოლომდე წერილობით აცნობონ საგზაო პოლიციის ადგილობრივ დანაყოფს, რათა მათ ტექნიკური დათვალიერების ვადებში მოასწრონ რეაგირება თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაზე.

3.9 სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება უნდა მოხდეს მისი ტიპის, მარკის, მოდელის, სანომრე ნიშნების, ძარის, შასის (ჩარჩოს) საქარხნო ნომრების აღრიცხვის ბარათებსა და ტექნიკურ პასპორტში ჩაწერილ მონაცემებთან შედარებით.

აგრეგატების ნომრების სარეგისტრაციო მონაცემებთან შეუსაბამობის ან ტექნიკური პასპორტში არსებული ჩანაწერების გადაკეთების ფაქტების აღმოჩენისას სათანადო შემოწმების შემდეგ აუცილებლობის შემთხვევაში მასალები გადაეცემა შესაბამის ორგანოებს. აღნიშნულის შესახებ ყოველკვარტალურად ეცნობება საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოს.

3.10. გამართულად ჩაითვლება დამაკმაყოფილებელი გარეგნული იერსახის მქონე სრულად დაკომპლექტებული სატრანსპორტო საშუალება, რომლის ტექნიკური მდგომარეობაც პასუხობს საგზაო მოძრაობის წესებისა და ინსტრუქციის მოთხოვნებს.

3.11. სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობა უნდა პასუხობდეს საგზაო მოძრაობის წესებში გათვალისწინებულ მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახავტოინსპექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის აკრძალვის შესახებ.

3.12. სანომრე ნიშნის მოხსნით აიკრძალება იმ სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია, რომლებიც აღჭურვილი არიან სახანძრო დაცვის, პოლიციის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, გაზის საავარიო და სხვა სპეც. სამსახურების სატრანსპორტო საშუალებებისათვის სტანდარტით გათვალისწინებული მოწყობილობებით, მაგრამ არ განეკუთვნებიან ოპერატიულ სამსახურს.

3.13. ტექნიკური დათვალიერების პერიოდში კაპიტალურ რემონტზე მყოფი სატრანსპორტო საშუალებები ტექნიკურ დათვალიერებას ექვემდებარებიან რემონტის დამთავრებისთანავე.

4. დიაგნოსტიკური სადგურების მოწყობისა და მუშაობის წესები

4.1. დიაგნოსტიკური სადგური წარმოადგენს საწარმოს, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და აწარმოებს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებას და იძლევა დასკვნას (ცნობას) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის არსებულ მოთხოვნებთან (სტანდარტებთან, ნორმებთან) შესაბამისობის შესახებ.

4.2. დიაგნოსტიკური სადგური ეწყობა რომელიმე ორგანიზაციის ან იურიდიული პირის ბაზაზე, აწარმოებს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებას დიაგნოსტირების მეთოდით.

4.3. დიაგნოსტიკური სადგური უნდა აკმაყოფილებდეს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ დამტკიცებული „დიაგნოსტიკური სადგურების ლიცენზირების ინსტრუქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს“:

ა) შესაბამისი საკონტროლო-საზომი ხელსაწყოების ფუნქციონირებისათვის და დიაგნოსტიკური ციკლის ჩატარებისათვის საჭიროა გადახურული შენობის ფართი იყოს არანაკლებ 80 მ2-ისა და მიმდებარე ტერიტორია არანაკლებ 4000-ისა;

ბ) დიაგნოსტიკურ სადგურს უნდა ჰქონდეს მინიშნება ქუჩიდან, წარწერა შენობის ფასადზე;

გ) სავალდებულოა სადგურში იყოს სათვალთვალო ორმო, როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომანქანებისა და ავტობუსების შემოწმებისათვის;

დ) დიაგნოსტიკური სადგურში სავალდებულოა იყოს მოწყობილი სამუშაო ოთახები თანამშრომლებისათვის;

ე) სადგურში თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს საინფორმაციო კუთხე საჭირო
ინფორმაციითა და გადასახადი ნიხრების ჩვენებით.

4.4. დიაგნოსტიკური სადგური ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებისას ხელმძღვანელობს №25478-91 სახ. სტანდარტით, „ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობისადმი მოძრაობის უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე წაყენებული მოთხოვნები. შემოწმების მეთოდები“ და აღნიშნული სტანდარტისა და შესაბამისი ევროსტანდარტების საფუძველზე.

4.5. დიაგნოსტიკური სადგურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სადგურის უფროსი (დირექტორი), რომელიც პასუხისმგებელია სადგურის მუშაობაზე, საკონტროლო-საზომი ხელსაწყოებისა და სტენდების გამართულობაზე, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების ხარისხზე.

4.6. ავტომფლობელი დიაგნოსტიკურ სადგურში მისვლისას ვალდებულია სადგურის პასუხისმგებელ მუშაკს წარუდგინოს ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და სუფთა, დამაკმაყოფილებელი გარეგნული იერსახის ავტომანქანა, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომანქანა დიაგნოსტიკურ შემოწმებაზე არ დაიშვება.

4.7. ნიხრით გათვალისწინებული გადასახადის გადახდის შემდეგ ხდება ავტომანქანიდან გამონაბოლქვი აირების შემცველობისა და ხმაურის დონის შემოწმება, თუ გამონაბოლქვი მავნე აირების კონცენტრაცია და ხმაურის დონე ზღვრულ დასაშვებ ნორმას აღემატება, ავტომანქანა ტექნიკურ დათვალიერებაზე არ დაიშვება.

იმ შემთხვევაში, თუ გამონაბოლქვი მავნე აირების კონცენტრაცია ზღვრულ დასაშვებ ნორმაშია, ავტომანქანებზე გაიცემა ტოქსიკურობის ტალონი, რომელსაც ავტომფლობელი წარუდგენს დიაგნოსტიკური სადგურის პასუხისმგებელ თანამშრომელს.

4.8. სადგურის პასუხისმგებელ მუშაკს, ა/მანქანის ვიზუალური დათვალიერების შემდეგ, შეაქვს ტექ. პასპორტისა და მფლობელის მონაცემები სპეციალურ ჟურნალში და გასცემს დიაგნოსტიკურ ბარათს ორ ეგზემპლარად (დანართი №1), რისთვისაც ავტომფლობელი იხდის ნიხრით გათვალისწინებულ შემოწმების გადასახადს.

4.9. სადგურის ოპერატორები №2 დანართის შესაბამისად აწარმოებენ ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექ. მდგომარეობის, ცალკეული კვანძებისა და პარამეტრების შემოწმებას, აკეთებენ შესაბამის ჩანაწერს (გამართული ან გაუმართავი) სპეციალურ გრაფაში და ამოწმებენ ხელის მოწერით. აღნიშნულ ბარათში ხდება ყველა სპეციალისტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგების აღრიცხვა, რის შემდეგაც დიაგნოსტიკური სადგურის უფროსი (პასუხისმგებელი მუშაკი) ადასტურებს ხელის მოწერითა და ბეჭდით შემოწმების შედეგებს. დიაგნოსტიკური ბარათის პირველი პირი ეძლევა ავტომფლობელს სახავტოინსპექტორთან წარსადგენად, ხოლო მეორე პირი რჩება დიაგნოსტიკურ სადგურში.

4.10. ავტომანქანის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში:

ა) სადგურის პასუხისმგებელი მუშაკი ვალდებულია გააფრთხილოს ავტომფლობელი ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციის დროს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ;

ბ) ავტომფლობელი უფლებამოსილია 5 დღის ვადაში განმეორებით წარადგინოს ა/მანქანა სადგურში შესამოწმებლად გადასახადის გადახდის გარეშე. 5 დღის შემდეგ წარდგენისას ავტომფლობელი განმეორებით იხდის ნიხრით გათვალისწინებულ მთლიან გადასახადს.

4.11. დიაგნოსტიკურ სადგურში სავალდებულოა იყოს შემდეგი სახის საკონტროლო-საზომი ხელსაწყოები და ინვენტარი:

● სამუხრუჭე სისტემის ტექნიკური მდგომარეობის სადიაგნოსტიკო სტენდი ან დროსელომეტრი;

● საჭის მექანიზმის ჯამური ფოლხვის შესამოწმებელი ხელსაწყო;

● სალტეებში წნევის საზომი ხელსაწყო (მანომეტრი);

● სალტეების პროტექტორის ნახატის დარჩენილი სიმაღლის მზომი ხელსაწყო;

● სათავო შუქის ძალისა და მიმართულების შესამოწმებელი ხელსაწყო;

● კომპიუტერი, რომელშიც უნდა ხდებოდეს ყველა სატრანსპორტო საშუალების მონაცემების შეტანა;

● ავტონომიური დენის წყარო (გენერატორი);

● სპეციალური სარეგისტრაციო ჟურნალი.

4.12. სავალდებულოა დიაგნოსტიკური სადგური სერტიფიცირებული იყოს სერტიფიკაციის ორგანოს მიერ.

4.13. დიაგნოსტიკური სადგურის თანამშრომლებს (ოპერატორებს), რომლებსაც ევალებათ ავტოტრანსპორტის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება, სავალდებულოა ჰქონდეთ მიღებული ტექნიკური განათლება ან გავლილი ჰქონდეთ საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში შექმნილი სპეციალური კურსები, შესწავლილი ჰქონდეთ დიაგნოსტიკის ტექნოლოგია და მინიჭებული ჰქონდეთ კვალიფიკაცია.

4.14. დიაგნოსტიკური სადგურის ხელმძღვანელობამ უნდა უზრუნველყოს ყველა თანამშრომელი ფორმის ტანსაცმლითა და ვინაობის დამადასტურებელი სამკერდე ნიშნით.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების გათვალისწინებით ხდება დიაგნოსტიკური სადგურების ლიცენზირება.

4.15 დიაგნოსტიკური ბარათის მიღების შემდეგ ავტომფლობელი ვალდებულია 5  დღის ვადაში წარადგინოს ა/მანქანა, დიაგნოსტიკური ბარათი, ტოქსიკურობის ტალონი და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადის გადახდის ქვითრები საგზაო პოლიციის სახელმწიფო ავტოინსპექტორთან ტექნიკური დათვალიერების დამადასტურებელი ფირნიშის მისაღებად, რის შემდეგადაც ავტომანქანა ჩაითვლება ტექნიკურ დათვალიერებაზე გატარებულად.

4.16. საგზაო პოლიციის სახავტოინსპექტორი უფლებამოსილია გადაამოწმოს ავტომანქანის ტექნიკური მდგომარეობა და დიაგნოსტიკური სადგურის მიერ გაცემული ბარათის სისწორე. გამოვლენილი დარღვევებისა და უზუსტობის შემთხვევაში გააბათილოს დიაგნოსტიკური სადგურის შედეგები.

კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველო უფლებამოსილია დააყენოს დიაგნოსტიკური სადგურის ლიცენზიის გაუქმების საკითხი.

4.17 დიაგნოსტიკური სადგური ხელმძღვანელობს დამტკიცებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმების ფასების ერთიანი ნიხრით, რომელიც მოქმედებს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და შეთანხმებულია ფინანსთა სამინისტროსთან.

4.18. დიაგნოსტიკური სადგურის მუშაობას აკონტროლებს საგზაო პოლიციის სამსახური.

5. საგზაო პოლიციის მუშაკის მიერ ტექნიკური დათვალიერების შედეგების გაფორმების წესი

5.1. სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერების შედეგები ფორმდება (გამართულ-გაუმართავი) საგზაო პოლიციის სახელმწიფო ავტოინსპექტორის მიერ იმ შემთხვევაში, როცა ავტომანქანა გამართულია: აქვს გაკეთებული სავალდებულო მარკირება, დიაგნოსტიკურ სადგურში შემოწმების ბარათი, ეკოლოგიის ტალონი და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადის გადახდის ქვითარი.

სახავტოინსპექტორი ვალდებულია ტექნიკური დათვალიერების გავლის დამადასტურებელ ფირნიშზე, განუსაზღვროს ავტომფლობელს მომავალი წლის ტექ. დათვალიერების ჩატარების ვადა და უზრუნველყოს ავტომანქანის წინა საქარე მინის ზედა მარჯვენა კუთხეში მისი გაკვრა.

სახავტოინსპექტორის სატრანსპორტო საშუალების ყველა მონაცემი შეაქვს ტექ. დათვალიერების რეგისტრაციის სპეციალურ ჟურნალში და შესაბამისი პროგრამის საფუძველზე კომპიუტერში. 

6. სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობისა და ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ანგარიშის შედგენისა და წარდგენის წესი

6.1. ავტომოტოტრანსპორტის სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერების შედეგების ანგარიშის ერთიანი ფორმა მუშავდება საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ.

6.2. სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობისა და ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ანგარიშს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველო ადგენს 1 ნოემბრის მონაცემების მიხედვით.

6.3. საშუალედო ანგარიშებს სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობის შესახებ საქალაქო (რაიონული) და რეგიონალური საგზაო პოლიციის დანაყოფები საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოში წარმოადგენენ ყოველი კვარტლის ბოლოს.

6.4. ავტონომიურ რესპუბლიკებში, ქალაქებში, რაიონებში და რეგიონებში ჩატარებული ტექნიკური დათვალიერების შედეგების მიხედვით სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობის შესახებ მონაცემებს აანალიზებენ საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს მუშაკები, რომლის პროცესშიც განისაზღვრება ქვეყნის ავტოპარკის გამართულობის დონე, სატრანსპორტო საშუალებათა არადამაკმაყოფილებელი ტექნიკური მდგომარეობის მიზეზები და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც არ გაიარეს ტექნიკური დათვალიერება. ამასთან, საქმის ვითარება შეისწავლება როგორც ცალკეული ავტომეურნეობის, ისე ერთ სამინისტროში შემავალი სატრანსპორტო საწარმოთა სისტემის მიხედვით და არსებული ნაკლოვანებების გამოსწორების მიზნით დაიგეგმება გასატარებელი ღონისძიებები.

7. საგზაო პოლიციის მიერ კონტროლის განხორციელების ღონისძიებანი ავტოსატრანსპორტო საწარმოებში სატრანსპორტო საშუალებების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით

7.1. ავტოსატრანსპორტო საწარმოებში კონტროლის გატარება სატრანსპორტო საშუალებების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით, ხორციელდება საგზაო პოლიციის დანაყოფების მიერ.

7.2. კონტროლის მიზანია: სატრანსპორტო საშუალებები იყვნენ მუდმივ შესაბამისობაში საგზაო მოძრაობის მოთხოვნებთან.

7.3. საგზაო პოლიცია აკონტროლებს სამინისტროების, უწყებების, იურიდიული პირების კუთვნილი ტრანსპორტის ტექნიკური ექსპლუატაციის და რემონტის პირობებს, რასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მუშა მდგომარეობაში შენარჩუნებაზე, იღებს გადამჭრელ ზომებს პასუხისმგებელი პირების მიმართ.

7.4. კონტროლის ძირითადი სახეა კომპლექსურად შეამოწმოს ავტოსატრანსპორტო საწარმოები, რაც ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის, ყოველდღიური კონტროლის ორგანიზაციის, პერიოდული ტექნიკური მომსახურების ჩატარების სისტემისა და დიაგნოსტიკური ხელსაწყოების მუშა მდგომარეობაში ყოფნის შემოწმებას.

7.5. ავტოსატრანსპორტო საწარმოების კომპლექსური შემოწმება ხდება არანაკლებ წელიწადში ერთხელ, იგი შედის საგზაო პოლიციის სამუშაო გეგმაში, სადაც მითითებულია საწარმოს დასახელება, თარიღი და რა სახის შემოწმება უნდა ჩატარდეს.

შემოწმების დანიშვნისას საგზაო პოლიციის თანამშრომლები თითოეულ ავტოსატრანსპორტო საწარმოში აღრიცხავენ:

● სატრანსპორტო საშუალებების ტექ. გაუმართაობის მიზეზით მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების არსებობას;

● უკანასკნელად ჩატარებული ტექნიკური დათვალიერების მონაცემებით სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობას;

● სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობას, რომელთა ექსპლუატაციაც აკრძალული იყო ტექ. გაუმართაობის მიზეზით;

● იმ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობას, რომლებმაც გაიარეს ამორტიზაციის დადგენილი ვადები და ამოწურეს თავისი რესურსები;

● დამოუკიდებლად დამზადებულ ან გადაკეთებულ სატრანსპორტო საშუალებების, რომელთა კონსტრუქცია არ პასუხობს სტანდარტს და მოძრაობის უსაფრთხოების წესებს;

● სტანდარტების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, საგზაო პოლიციის თანამშრომლის ან გამომძიებლის მიერ გაგზავნილ წარდგინებებსა და მიწერილობებს, მათ შესრულებას.

7.6. დამატებით ტექნიკური შემოწმება უტარდება ტაქსებს, ავტობუსებს, სატვირთო ავტომობილებსა და ფურგონებს (რომელიც ხალხის გადაყვანას ემსახურება), სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც საშიში ტვირთი გადააქვს და იმ ტრანსპორტს, რომლებსაც არა აქვთ სარემონტო ბაზა და არ შეუძლიათ ტექ. მომსახურება გაუწიონ თავის სატრანსპორტო საშუალებებს.
7.6.1. მგზავრთა გადაყვანით დასაქმებული ავტოტრანსპორტი გადის ყოველდღიურ წინასარეისო სამედიცინო და ტექნიკური გამართულობის შემოწმებას (საწარმოებში, ავტოსადგურებში, გამშვები საკონტროლო პუნქტებში).

7.6.2. საშიში ტვირთის გადამტანი სატრანსპორტო საშუალების შემოწმება ხდება მხოლოდ მაშინ, თუ გაცემულია მოწმობა „ნება დაერთოს სახიფათო ტვირთის გადატანას“ და ტექ. დათვალიერების ჩატარების შემთხვევაში.

7.7. ავტოსატრანსპორტო საწარმოების სხვა სახის შემოწმება შეიძლება დანიშნოს საგზაო პოლიციამ კომპლექსური შემოწმების შედეგების მიხედვით.

7.8. ავტოსატრანსპორტო საწარმოების შემოწმება ხორციელდება საგზაო პოლიციის თანამშრომლებისა და მათივე ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიების მიერ.

ტრანსპორტის ტექნიკური მდგომარეობის შესამოწმებლად შეიძლება მოწვეულ  იქნეს კომისიის წევრებად სხვა სპეციალისტებიც.

საგზაო პოლიციის თანამშრომლები კომისიასთან ერთად ადგენენ შემოწმების სამუშაო გეგმა-დავალებას.

7.9. შემოწმება ტარდება ისე, რომ არ შეფერხდეს ავტოსატრანსპორტო საწარმოს
ფუნქციონირება.

10. ავტოსატრანსპორტო საწარმოებში, სადაც არ არის სარემონტო ბაზა და ტექნიკური სამსახური, სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის ყოველდღიური კონტროლი ევალება მძღოლს.

7.11. კომპლექსური შემოწმებით დგინდება ავტოპარკის ავტოტრანსპორტის გამართულობის ან გაუმართაობის პროცენტი და განისაზღვრება სამომავლო ღონისძიებანი.


8. ტროლეიბუსებსა და ტრამვაიზე ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი

8.1. ტროლეიბუსებსა და ტრამვაიზე ტექნიკურ კონტროლს აწარმოებს საგზაო პოლიციის დანაყოფი.

ეს სამუშაო შედის საგზაო პოლიციის გეგმაში, სადაც დასახელებულია ტროლეიბუსებისა და ტრამვაების პარკები და შემოწმების თარიღი, რომელიც დგინდება დეპოსთან შეთანხმებით.

8.2. შემოწმება ნებისმიერ შემთხვევაში მიმდინარეობს პარკებში, სამუშაო რიტმის დაურღვევლად.

8.3. შემოწმებას ექვემდებარება პარკში აღრიცხვაზე მყოფი ყველა ტრამვაი და ტროლეიბუსი, მათი უსაფრთხოების ყველა პარამეტრის შემოწმებით.

8.4. კარგ მდგომარეობაში ითვლება ტროლეიბუსი და ტრამვაი, რომელთა ტექნიკური მდგომარეობა პასუხობს სტანდარტებს. სატრანსპორტო საშუალება, რომლის თუნდაც ერთი კომპონენტი არ პასუხობს უსაფრთხოების მოთხოვნებს, ითვლება გაუმართავად.

8.5. შედეგები ფორმდება აქტებით, რომელშიც მითითებულია:

● პარკის დასახელება;

● ვის მიერ და როდის ჩატარდა შემოწმება;

● ტრამვაისა და ტროლეიბუსის ნომრები;

● სატრანსპორტო საშუალებაზე გამოვლენილი ტექნიკური ნაკლი;

● საექსპლუატაციო დაშვებაზე დასკვნა;

● საგზაო პოლიციის რეკომენდაცია ტექ. მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

აქტები დგება ორ ეგზემპლარად და ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.


9. სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობაზე კონტროლი ქუჩებსა და გზებზე

9.1 სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლს ქუჩებსა და გზებზე ახორციელებს საგზაო პოლიცია, იგი ავლენს და უკრძალავს

9.2. სატრანსპორტო საშუალებების ტექ. მდგომარეობის მასიური შემოწმება ქუჩებსა და გზებზე დაუშვებელია. სატრანსპორტო საშუალების შერჩევითი შემოწმება ხორციელდება:

● გამოკვეთილი უწესივრობის დროს;

● იმ ავტომანქანების, რომლებმაც დროულად არ გაიარეს ტექნიკური დათვალიერება;

● ავტომობილების, რომელთა კონსტრუქციებში გამოყენებულია სხვა ტიპის შემადგენელი ნაწილები, რომელთა დაყენება საგზაო მოძრაობის წესების მიხედვით დაუშვებელია.

9.3. ქუჩებში შემოწმებას არ ექვემდებარება სასწრაფო და ვეტერინარული დახმარების, სახანძრო, საფოსტო, საინკასატორო, ავარიულ-ტექნიკური სამსახურის, უშიშროებისა და შსს-ს, სამხედრო, რადიოაქტიური ტვირთის გადამტანი და სხვა ავტომანქანები. ასევე დიპლომატიური, ტურისტული მანქანები, ტაქსები მგზავრებით, ავტობუსები და მოსავლის აღებაზე მომუშავე კოლონაში მყოფი ავტომანქანები.

9.4. ქუჩებსა და გზებზე სატრანსპორტო საშუალებების ტექ. მდგომარეობის კონტროლი შედის საგზაო პოლიციის გეგმაში, სადაც მითითებული უნდა იყოს შემოწმების ადგილი, თარიღი და უშუალოდ მაკონტროლებელი.

9.5. შემოწმებისას საგზაო პოლიციის თანამშრომლებმა უნდა დაიცვან პირადი უსაფრთხოების წესები; თავის დროზე მისცენ გაჩერების ნიშანი; არ უნდა იდგნენ მოძრაობის ზოლზე ან მანქანის წინ ან უკან, ჩართულ ძრავასთან, არ დაჯდნენ საჭესთან, თუ არ აქვთ ამ კატეგორიის ავტომანქანის ტარების უფლება. განსაკუთრებულ შემთხვევაში შეუძლია ჩაჯდეს კაბინაში მძღოლთან ერთად.

9.6. ქუჩებსა და გზებზე ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, საგზაო პოლიცია მიიღებს გადამჭრელ ზომებს.

 

 

საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველო

 

სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერების

ა ქ ტ ი

 

ჩატარდა "   " ---------------------- 199 წ.

(შს ორგანოს დასახელება, წოდება, გვარი)

------------------------------------------------------------------------------------------------

სახელმწიფო საავტომობილო ინსპექტორის მიერ

------------------------------------------------------------------------------------------------

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაცის დასახელება

------------------------------------------------------------------------------------------------

მისამართი და უწყებრივი კუთვნილება

 

N

სახელ მწიფო N

სატრანს პორტო საშუა ლების მარკა და მოდელი

გამოშვების წელი

ნომერი

განარბენი ექსპლუა ტაციის დაწყებიდან

დასკვნა ტექ. მდგომარეობის შესახებ (გამართული, გაუმართავი

ძრავის

შასი (ჩარჩო)

ძარა

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საწარმოს, დაწესებულების,

ორგანიზაციის ხელმძღვანელი

----------------------------------- (გვარი)

                    ხელმოწერა

საგზაო პოლიციის ინსპექტორი

--------------------------------------

შს ორგანოს დასახელება

------------------------------------ (გვარი)

------------------------------------              

                   (ხელმოწერა)

ბუღალტერი ან პირი, ვინც აწარმოებს აღრიცხვას

------------------------------------------------ (გვარი)

                                ხელმოწერა

ბ.ა.

„---„ ----------- 199 წ.

დამთვალიერებელი ------------------------ სატრანსპორტო საშუალებიდან ----------------

                                          (რაოდენობა)                                                                 (რაოდენობა)

ვერ პასუხობს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს,

მათ შორის:

------------- გაზრდილი ჰქონდა ტოქსიკურობა ან ბოლვადობა ნამუშევარ აირებში (გამონაბოლქვებში).

(რაოდენობა)

-------------- გაუმართავი ჰქონდა გარე მაშუქი ხელსაწყოები ან დაურეგულირებელი ჰქონდა მაშუქები.

(რაოდენობა)

---------------- გაუმართავი ჰქონდა მუხრუჭები

(რაოდენობა)

------------- გაუმართავი ჰქონდა საჭის მართვის მექანიზმი

(რაოდენობა)

-------------- ჰქონდა საბურავები, რომლებიც მოითხოვდნენ აღდგენას.

(რაოდენობა)

--------------- გაუმართავი, დაულუქავი ჰქონდა სპიდომეტრი.

(რაოდენობა)

--------------- გაზრდილი ჰქონდა გარე ხმაურის დონე

(რაოდენობა)

საგზაო პოლიციის ინსპექტორი ------------------------------------------------- (გვარი)

                                                                           (ხელმოწერა)

--------------------------------------------------------------------------------------------------

                                                         (შს ორგანოს დასახელება)

აქტის ასლი მიიღო --------------------------------------------------------------------------- (გვარი)

                                                       (ხელმოწერა)

ბარათი N

ა/მანქანის მარკა --------------------------- სახ N ------------- აღრიცხვაზეა ----------------------------

                            მოდელი                                                                   რაიონის დასახელება

ა/მანქანის მფლობელის -----------------------------მისამართი ------------------------------------------

                                                 გვარი სახელი

ა/მ მინდობილობით მართავს -----------------------------მისამართი -----------------------------------

ტოქსიკურობის ტალონი №----------------------

 

 

შემოწმების საგანი

შემოწმების შედეგი

შეამოწმა

შენიშვნა

ხელის მოწერა

გვარი, სახელი

1

საჭის სამართავი მექანიზმი

 

 

 

 

2

სამუხრუჭე სისტემა

 

 

 

 

3

გარე მაშუქი ხელსაწყოები

 

 

 

 

4

საქარე მინის მწმენდები და ჩამრეცხები

 

 

 

 

5

ბორბლები და სალტეები

 

 

 

 

6

ძრავა და სავალი ნაწილები

 

 

 

 

7

კონსტრუქციის სხვა ელემენტები

 

 

 

 

 

დასკვნა ------------------------------

ტექნიკურად გამართულია, გაუმართავი

დიაგნოსტიკური სადგურის უფროსი -------------------------/      /-------------------------

                                                                                                                  (თარიღი)

ბ.ა.