„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/10/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016639
47
26/10/2022
ვებგვერდი, 28/10/2022
010250020.35.123.016639
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №47

2022 წლის 26 ოქტომბერი

ქ. ქუთაისი

 

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 ივლისის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29.07.2022, №010250020.35.123.016628), კერძოდ, დადგენილების №1 დანართის (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი) მე-4 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. შეფასების პროცედურები

1. დროებითი საცხოვრისის უზრუნველყოფისათვის უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა განისაზღვრება კომისიის მიერ მინიჭებული შეფასების საფუძველზე.

2. უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა შეფასება ხდება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მოქმედი დოკუმენტის საფუძველზე, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ა) ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით:

ა.ა) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 20 000–მდე ­– 4 ქულა;

ა.ბ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 20 001-დან 65 000–მდე – 3 ქულა;

 ა.გ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 70 001-ზე ნაკლები – 2 ქულა;

ა.დ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 100 001-ზე ნაკლები – 1 ქულა;

ა.ე) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 100 001-ზე მეტი – 0 ქულა.

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი:

ბ.ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 3 ქულა;

ბ.ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული ან/და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 2 ქულა;

ბ.გ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 1 ქულა.

გ) არასრულწლოვან პირთა (18 წლამდე) რაოდენობა ოჯახში:

გ.ა) 1-დან 3-ის ჩათვლით – 2 ქულა;

გ.ბ) 3-ზე მეტ პირზე – 3 ქულა.

დ) სახელმწიფო პენსიის მიმღები პირები – 1 ქულა;

ე) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე, ობოლი ან/და მარჩენალდაკარგული პირი – 3 ქულა.

ვ) მარტოხელა პირი, რომელსაც ოჯახში არავინ ჰყავს (მარტო მცხოვრები პირი, უქმრო ან უცოლო) – 3  ქულა.

ზ) ონკოლოგიური დაავადების (ავთვისებიანი სიმსივნე) მქონე პირები – 2  ქულა.

თ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირები (შემაკავებელი ან დამცავი ორდერის საფუძველზე) – 3 ქულა.

3. შეფასების საბოლოო ქულა დგინდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მინიჭებული ქულების შეჯამებით.

4. მინიჭებული ქულა არის კომისიისათვის სარეკომენდაციო ხასიათის. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია მსჯელობის შედეგად.

5. დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის უსახლკაროდ რეგისტრირებული პირების რიგითობა დგინდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მინიჭებული საბოლოო ქულების სიდიდის მიხედვით.

6. უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა შეფასების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით, არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

7. ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით რეგისტრირებული პირები დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ექვემდებარებიან დაუყოვნებლივ, მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეფასებისა და რიგითობის გარეშე.

8. ყოველი შემდგომი შეფასება მოხდება წინა შეფასებიდან ორი წლის შემდეგ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და არსებული საცხოვრებელი ფართების რესურსების შესაბამისად.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შენგელია