„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/450
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 24/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016772
1-1/450
24/10/2022
ვებგვერდი, 25/10/2022
040030000.22.024.016772
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/450

2022 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, matsne.gov.ge, 15.04.2011, 040030000.22.024.016062) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ტრანსპორტის მენეჯერის (შემდგომ – მენეჯერი) პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატი (CPC) – სააგენტოს მიერ, დადგენილი წესით, განმცხადებელზე შესაბამისი ტრენინგის და ტესტირების გავლის შედეგად გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მენეჯერის პროფესიულ კვალიფიკაციას;

თ) მძღოლის პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატი (CPC) – სააგენტოს მიერ, დადგენილი წესით, განმცხადებელზე შესაბამისი ტრენინგის და ტესტირების გავლის შედეგად გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მძღოლის პროფესიულ კვალიფიკაციას.“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების სახეები, საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები

1. მომსახურების სახეები და საფასურის განაკვეთებია:

ა) განსაზღვრულ ქვეყანაში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის (გარდა ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – დადებითი გადაწყვეტილების 1 სამუშაო დღეში გაფორმებისას – 100 ლარი, 1 სამუშაო დღეზე მეტ ვადაში გაფორმებისას – 70 ლარი;

ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის დადებითი გადაწყვეტილების 1 სამუშაო დღეში გაფორმებისას – 200 ლარი, 1 სამუშაო დღეზე მეტ ვადაში გაფორმებისას – 140 ლარი;

გ) საქართველოს მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით – შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) შეთანხმებით და ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) შეთანხმებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის დადებითი გადაწყვეტილების 1 სამუშაო დღეში გაფორმებისას – 200 ლარი, 1 სამუშაო დღეზე მეტ ვადაში გაფორმებისას – 140 ლარი;

დ) განსაზღვრულ ქვეყანაში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო მრავალჯერადი სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის (გარდა ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – მომსახურების ვადის ყოველ კალენდარულ თვეზე – 70 ლარი;

ე) რუსეთის ფედერაციაში საერთაშორისო საავტომობილო მრავალჯერადი სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის მომსახურების ვადის ყოველ კალენდარულ თვეზე – 200 ლარი;

ვ) უკრაინაში საერთაშორისო საავტომობილო მრავალჯერადი სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის  – მომსახურების ვადის ყოველ კალენდარულ თვეზე – 100 ლარი; 

ზ) ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის ECMT კვოტების სისტემაში განსახორციელებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:

ზ.ა) იმ ქვეყნებში, რომლებისთვისაც არ არის დაწესებული კვოტების შეზღუდვები – კვოტის მოქმედების ვადის ყოველ კალენდარულ თვეზე – 200 ლარი; 

ზ.ბ) იმ ქვეყანაში, რომლისთვისაც დაწესებულია კვოტების შეზღუდვა – ამ მუხლის „ზ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაკვეთზე დამატებით 100 ლარი კვოტის მოქმედების ვადის ყოველ კალენდარულ თვეზე; 

თ) საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო   სამგზავრო რეგულარული გადაყვანის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:

თ.ა) საქართველოს საზღვრიდან 100 კმ-მდე სიგრძის თითოეულ მარშრუტზე – 400 ლარი;

თ.ბ) საქართველოს საზღვრიდან 100-დან 1000 კმ-მდე სიგრძის თითოეულ მარშრუტზე – 2000 ლარი;

თ.გ) საქართველოს საზღვრიდან 1000 კმ-ზე მეტი სიგრძის თითოეულ მარშრუტზე – 3000 ლარი;

ი) საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სამგზავრო გადაყვანის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – თითოეულ ქვეყანაზე 70 ლარი;

კ) საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დაჩქარებული მომსახურებისათვის – 1 სამუშაო დღეში გაცემისას – 100 ლარი;

ლ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი ნებართვის გაცემა – 10 ლარი;

მ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვის გაცემა – 10 ლარი;  

ნ) სატვირთო ავტომობილის და მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT-ს სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – 60 ლარი;

ო) სატვირთო ავტომობილის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT-ს სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – 200 ლარი;

პ) მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT-ს სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – 100 ლარი;

ჟ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის ფირნიშის ბლანკების დამზადებასა და დადგენილი წესით აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოებისათვის  გადაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – 1 ცალზე – 2 ლარი;

რ) განსაზღვრული სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – 70 ლარი;

ს) სანებართვო მოწმობის დუბლიკატების გაცემასთან დაკავშირებული დაჩქარებული მომსახურებისათვის – 1 სამუშაო დღეში გაცემისას – 10 ლარი;

ტ) დაშვების მოწმობის და სერტიფიკატის დუბლიკატების გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – 10 ლარი;

უ)  „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი კვალიფიკაციისა და პერიოდული გადამზადების სასწავლო ცენტრებისთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული მომსახურებისთვის:

უ. ა) ციფრული ტაქოგრაფის შესახებ სწავლება – 500  ლარი;

უ. ბ) მენეჯერის პროფესიული კომპეტენციის სწავლება – 3000 ლარი;

უ. გ) მძღოლის პროფესიული კომპეტენციის სწავლება:

უ.გ.ა) სრული კურსი – 3000 ლარი;

უ.გ.ბ) შემოკლებული კურსი – 800  ლარი;

უ.გ.გ) პერიოდული გადამზადების კურსი – 1000 ლარი;

უ.დ) სახიფათო ტვირთების გადამზიდავი მძღოლის სპეციალური სწავლება:

უ.დ.ა) საბაზო მომზადება – 2000 ლარი;

 უ.დ.ბ) ცისტერნებით გადაზიდვის მომზადების სპეციალიზებული კურსი – 500 ლარი;

უ.დ.გ) პირველი კლასის ნივთიერებათა გადაზიდვის სპეციალიზებული კურსი – 500 ლარი;

უ.დ.დ) მე-7 კლასის რადიოაქტიური მასალის გადაზიდვის სპეციალიზებული კურსი – 500 ლარი;

უ.ე) სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის სპეციალური სწავლება – 500 ლარი;

ფ) ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათის მისაღებად, ტრენინგების ორგანიზებასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:

ფ.ა) კომპანიის ბარათი – 150 ლარი;

ფ.ბ) მძღოლის ბარათი – 150 ლარი;

ქ) ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათის მისაღებად ტესტირების ორგანიზებისათვის დაკავშირებული მომსახურებისათვის:

ქ.ა) კომპანიის ბარათი –  50 ლარი;

ქ.ბ) მძღოლის ბარათი – 50 ლარი;

ქ.გ) განმეორებითი ტესტირება უფასო;

ღ) ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების დამზადებასა და  გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:

ღ.ა) მძღოლის ბარათი – 1 ცალი – 100 ლარი;

ღ.ბ) მაკონტროლებლის ბარათი:

ღ.ბ.ა) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში პირველი 100 ცალი ბარათი – უფასო;

ღ.ბ.ბ)  ყოველი მომდევნო ბარათი – 1 ცალი – 50 ლარი;

ღ.გ) სახელოსნოს ბარათი – 1 ცალი – 300 ლარი;

ღ.დ) კომპანიის ბარათი – 1 ცალი – 80 ლარი;

 ღ.ე) ციფრული ტაქოგრაფის ბარათის მფლობელ მძღოლს, ბარათის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, ახალი ვადით ბარათის მისაღებად უფლება აქვს ტრენინგის გარეშე გაიაროს მხოლოდ ერთჯერადი ტესტირება, რომლის ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა მძღოლის ბარათი ამ პუნქტის „ღ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემდეგ. ტესტირების ჩაუბარებლობის შემდეგ მძღოლი თავიდან გაივლის ტრენინგს;

ყ) მენეჯერის პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატის (CPC) მისაღებად, ტრენინგების  ორგანიზებასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:

ყ.ა) სააგენტოს თანამშრომლებზე და ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებზე – 200 ლარი;

ყ.ბ) დანარჩენ მაძიებლებზე – 550 ლარი;

შ) მენეჯერის პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატის (CPC) მისაღებად, ტესტირების ორგანიზებასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:

შ.ა) სააგენტოს თანამშრომლებზე და ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებზე – 100 ლარი;

შ.ბ) დანარჩენ მაძიებლებზე – 100 ლარი;

შ.გ) განმეორებითი ტესტირება უფასო;

ჩ) მძღოლის პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატის (CPC) და მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბარათის მისაღებად, ტრენინგების ორგანიზებასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:

ჩ.ა) 5 წლის ვადით საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების შემთხვევაში ყველა მძღოლისათვის – 750 ლარი;

ჩ.ბ) შემოკლებული სასწავლო პროგრამის შესაბამისად, 2015 წლამდე გაცემული მართვის მოწმობის მფლობელი მძღოლებისათვის, 5 წლის ვადით საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების შემთხვევაში – 100 ლარი;

ჩ.გ)  5 წლის ვადით პერიოდული კვალიფიკაციის მინიჭების შემთხვევაში – 350 ლარი;

ც) მძღოლის პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატის (CPC) და მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბარათის მისაღებად ტესტირების ორგანიზებასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:

ც.ა) 5 წლის ვადით საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების შემთხვევაში ყველა მძღოლისათვის – 200 ლარი;

ც.ბ) შემოკლებული სასწავლო პროგრამის შესაბამისად, 2015 წლამდე გაცემული მართვის მოწმობის მფლობელი მძღოლებისათვის, 5 წლის ვადით საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების შემთხვევაში – 50 ლარი;

ც.გ) 5 წლის ვადით პერიოდული კვალიფიკაციის მინიჭების შემთხვევაში – 100 ლარი;

ც.დ) განმეორებითი ტესტირება უფასო;

ც.ე)  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ც.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მძღოლების მიერ ამავე პუნქტის „ც.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტირების, სატრანსპორტო საშუალებების მართვის – პრაქტიკული გამოცდის ნაწილში,  ჩაუბარებლობის  შემთხვევაში – დამატებით ორი განმეორებითი ტესტირება თითო 100 ლარი;

ძ) მძღოლის პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატისა (CPC) და მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბარათის დამზადებასა და გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – 50 ლარი;

წ) სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვების განსახორციელებლად სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ ევროპული შეთანხმების (ADR) შესაბამისად მძღოლების სპეციალური მომზადებისთვის ტრენინგების ორგანიზებასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:

წ.ა) საბაზო მომზადება – 130 ლარი;

წ.ბ) ცისტერნებით გადაზიდვის მომზადების სპეციალიზებული კურსი – 80 ლარი;

წ.გ) პირველი კლასის ნივთიერებათა გადაზიდვის სპეციალიზებული კურსი – 60 ლარი;

წ.დ) მე-7 კლასის რადიოაქტიური მასალის გადაზიდვის სპეციალიზებული კურსი – 60 ლარი;

ჭ) სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვების განსახორციელებლად სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ ევროპული შეთანხმების (ADR) შესაბამისად მძღოლების სპეციალური მომზადებისთვის ტესტირების ორგანიზებასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:

ჭ.ა) საბაზო მომზადება –  50 ლარი;

ჭ.ბ) ცისტერნებით გადაზიდვის მომზადების სპეციალიზებული კურსი – 50 ლარი;

ჭ.გ) პირველი კლასის ნივთიერებათა გადაზიდვის სპეციალიზებული კურსი – 50 ლარი;

ჭ.დ) მე-7 კლასის რადიოაქტიური მასალის გადაზიდვის სპეციალიზებული კურსი – 50 ლარი;

ჭ.ე) განმეორებითი ტესტირება უფასო;

ხ) სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის დამზადებასა და გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – 20 ლარი;

ჯ) სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის სპეციალური მომზადებისთვის ტესტირების ორგანიზებასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – 50 ლარი;

ჯ.ა) განმეორებითი ტესტირება უფასო;

ჰ) სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის მოწმობის დამზადებასა და გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – 10 ლარი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ქ“, „შ“, „ც“, „ჭ“ და „ჯ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული განმეორებითი ტესტირების ჩაუბარებლობის შემდეგ პრეტენდენტი თავიდან გაივლის ტრენინგს.

3. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადები განისაზღვრება ამ წესით და მოქმედი კანონმდებლობით.

4. მომსახურების ვადების ათვლა იწყება მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.“.

3. მე-4 მუხლის მე-3 და 31 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით დადგენილი საფასური გადაიხდება მომსახურების გაწევაზე სააგენტოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ამავე პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით დადგენილი საფასური გადაიხდება, სააგენტოს საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ საოქმო გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში, ხოლო დანარჩენი მომსახურების სახეებზე საფასური გადაიხდება წინასწარ, მომსახურების გაწევამდე, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

31. ერთ წელზე მეტი ვადით საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო რეგულარული გადაყვანის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის საფასური გადაიხდება ყოველწლიურად, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი