„მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 3 აპრილის №18 ბრძანებით დამტკიცებულ ”მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციაში” ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 21/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016064
56
21/10/2022
ვებგვერდი, 24/10/2022
290160000.60.072.016064
„მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 3 აპრილის №18 ბრძანებით დამტკიცებულ ”მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციაში” ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
„მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 3 აპრილის №18 ბრძანებით დამტკიცებულ ”მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციაში” ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №56

2022 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 3 აპრილის №18 ბრძანებით დამტკიცებულ „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე კანონის 201 მუხლის მე-2 პუნქტის, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 3 აპრილის №18 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04/04/2017, სარეგისტრაციო კოდი: 290160000.60.072.016026) დამტკიცებულ „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციაში“ (შემდგომ – ინსტრუქცია) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) ინფორმაციას ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობების, ვადისა და წესის შესახებ (იმ მისამართის მითითების ჩათვლით, სადაც ასეთი შეტყობინება უნდა იყოს გაგზავნილი), თუ ხელშეკრულება დისტანციურად, სარეწის გარეთ, განუსაზღვრელი ვადით არის დადებული ან ავტომატურად გრძელდება. მათ შორის, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მომხმარებელი ხელშეკრულებაზე უარს ვერ იტყვის, თუ, ამ წესის შესაბამისად, ხელშეკრულებაზე უარის თქმა შეუძლებელია;“;

2. ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. თუ ხელშეკრულებაზე უარის თქმა შესაძლებელია, მზღვეველი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში შესავსები ფორმა ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობებთან ერთად.“;

3. ინსტრუქციის მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

„მუხლი 41. ხელშეკრულებაზე უარის თქმა

1. მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების, ჯარიმისა და ზედმეტი გადასახადის გარეშე, უარი თქვას ხელშეკრულებაზე:

ა) სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების შემთხვევაში – მისი დადებიდან 30 დღის ვადაში;

ბ) დაზღვევის ხელშეკრულების დისტანციურად ან სარეწის გარეთ დადების შემთხვევაში –  მისი დადებიდან 14 დღის ვადაში.

2. პირობა, რომელიც მომხმარებელს აკისრებს გადასახადს ან/და ჯარიმას ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევისთვის, ბათილია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) იმ მომსახურებაზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება;

ბ) სადაზღვევო ხელშეკრულებებზე, რომელთა მოქმედების ვადა უარის თქმის უფლების პერიოდზე ნაკლებია;

გ) ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ დაზღვევის ხელშეკრულებაზე, როდესაც ძირითადი ხელშეკრულება არ მოიცავს უარის თქმის უფლებას;

დ) დაზღვევის ხელშეკრულებაზე, რომლის ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე განხორციელებულ ცვლილებაზე, რაც მზღვეველის კონტროლს არ ექვემდებარება და რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების გამოყენების ვადის განმავლობაში;

ე) თუ დამზღვევმა/დაზღვეულმა, ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების ვადის გასვლამდე, პირდაპირ და მკაფიოდ მოითხოვა, დაზღვევის ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, მომსახურების მიღება და მზღვეველმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ შესაბამისი მომსახურების მიღებით იგი კარგავს უარის თქმის უფლებას.“.

4. ინსტრუქციის დანართი 1-ის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პრეტენზიის კატეგორია მზღვეველმა უნდა მიაკუთვნოს ინსტრუქციის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიებიდან ერთ-ერთს. ამასთან, თუ პრეტენზიის შინაარსი მიეკუთვნება ორ ან მეტ კატეგორიას, ანგარიშგების მიზნებისათვის მათი აღრიცხვა ხორციელდება დამოუკიდებლად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი