დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/446 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/10/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/10/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016771 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 84 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110414009, 14/04/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016060) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ლ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ3“ და „ლ4 “ ქვეპუნქტები: „ლ3) „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი კვალიფიკაციისა და პერიოდული გადამზადების სასწავლო ცენტრებისთვის სტატუსის მინიჭება; ლ4) სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის კვალიფიკაციის მინიჭება.“; ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) სამინისტროს ცალკეული დავალებების აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „კ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. ბ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით სააგენტოში დასაქმებულ პირებზე დააწესოს დანამატი, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის.“. 3. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობა, დელეგირების შემთხვევაში სასაწყობე მატერიალური ფასეულობების გაცემა;“; ბ) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის სპეციალური მომზადებისთვის ტესტირების ორგანიზება, სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის მომზადების მოწმობის დამზადების, გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის, მოქმედების შეჩერების ან გაუქმების უზრუნველყოფა, შესაბამისი რეესტრის წარმოება.“. 4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები