დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 495 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/10/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/10/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240090000.10.003.023706 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/09/2019, 240090000.10.003.021475) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“:
1. მე-2 მუხლის „ე.ე.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ე.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე წარმოშობილი/წარმოებული საქართველოს საქონლის 12 თვემდე ვადით შენახვა, ხოლო საქართველოს საქონლის სხვა შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის „ე.ე.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა) – 3 თვემდე ვადით შენახვა;“. 2. დანართი №5 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №5
შენიშვნა: ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ე.ე.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს საქონლის საბაჟო საწყობში შენახვის შემთხვევაში, ივსება დანართის პირველი – მე-7 გრაფები, ხოლო მე-16 გრაფაში („შენიშვნა“) შეიტანება საბაჟო საწყობში საქართველოს საქონლის შენახვის თაობაზე საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული თანხმობის რეკვიზიტები (შესაბამისი წერილის რეგისტრაციის ნომერი და თარიღი).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები