„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1925-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 190040000.05.001.020644
1925-IXმს-Xმპ
20/10/2022
ვებგვერდი, 28/10/2022
190040000.05.001.020644
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 09.03.2010, მუხ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. კანონის მიზანი

ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომ – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებსა და სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიებს.“.

2. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის სტრუქტურული ერთეულის − საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელსა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს და შუამდგომლობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე მათთვის შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე;“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელზე ვრცელდება სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესი, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

„მუხლი 81. სახელმწიფო სპეციალური წოდებები და მათი მინიჭების წესი

1. თანამდებობისა და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელსა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდებები. 

2. სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოადგილის შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსგან, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოსგან, აგრეთვე სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსგან, წელთა ნამსახურობის დანამატისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატისგან.

3. სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელს, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია.

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამტკიცებს:

ა) სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესს;

ბ) სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობებს, მათი გაცემის წესსა და პირობებს.“.

მუხლი 2

1. 2022 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული და ამავე კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა.

2. 2023 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − შემოსავლების სამსახურმა (შემდგომ −  სამსახური) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად უზრუნველყოს სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მისანიჭებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 81 მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 81 მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1 დეკემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 ოქტომბერი 2022 წ.

N1925-IXმს-Xმპ