დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 თებერვლის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 489 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/10/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/10/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.023701 |
|
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 თებერვლის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 თებერვლის №47 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/02/2022, 470230000.10.003.023255) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის“:
1. მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა.“. 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3 ამ პროგრამის მე-2 მუხლის: ა) „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებული წესით; გ) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით, საქართველოს მთავრობის განკარგულების გათვალისწინებით.“. 3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ „დ“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) ცენტრალური აპარატი, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განმახორციელებელია სამინისტრო, მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებული „COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის (WB)“ განმახორციელებელი ჯგუფის (PIU) მეშვეობით.“. 4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 31 840.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის მიხედვით:
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები