„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1915-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 110060000.04.001.018037
1915-IXმს-Xმპ
18/10/2022
ვებგვერდი, 24/10/2022
110060000.04.001.018037
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.12.2018, სარეგისტრაციო  კოდი: 110060000.04.001.016256) 34-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროკურორად/პროკურატურის გამომძიებლად დასანიშნ პირს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა შემდეგ დისციპლინებში: საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის საპროცესო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, სასჯელაღსრულებითი სამართალი და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები.“.

მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, პროკურორად/პროკურატურის გამომძიებლად დასანიშნ პირს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული უნდა ჰქონდეს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში, არ ვრცელდება იმ პირზე, რომელსაც აღნიშნული გამოცდა ჩაბარებული აქვს ამ კანონის ამოქმედებამდე.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

18 ოქტომბერი 2022 წ.

N1915-IXმს-Xმპ