„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1923-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 480140000.05.001.020640
1923-IXმს-Xმპ
18/10/2022
ვებგვერდი, 24/10/2022
480140000.05.001.020640
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 32) დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი:

„თავი III1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებების გამოქვეყნება

მუხლი 301. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების რეესტრი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების რეესტრს.

მუხლი 302. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების ტექსტების თარგმნა

1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში მათი უცხოურენოვანი ტექსტები ქართულად სათარგმნად გადაეცემა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

2. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების უცხოურენოვანი ტექსტების ქართულად თარგმნას აღნიშნული გადაწყვეტილებების/განჩინებების მისთვის გადაცემიდან 180 დღის ვადაში.

მუხლი 303. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/ განჩინებების გამოქვეყნება

1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების ქართულად ნათარგმნი ტექსტების გამოქვეყნებას უზრუნველყოფს „საქართველოს საკანონმდებლო  მაცნე“  აღნიშნული გადაწყვეტილებების/განჩინებების თარგმნიდან 5 დღის ვადაში.

2. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით თარგმნოს და გამოაქვეყნოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სხვა ქვეყნების მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებები/განჩინებები, რომლებიც შეიცავს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმების ნორმების მნიშვნელოვან განმარტებებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

18 ოქტომბერი 2022 წ.

N1923-IXმს-Xმპ