,,სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №363 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №363 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 637
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 65, 30/06/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.926
  • Word
637
30/06/2003
სსმ, 65, 30/06/2003
010.240.030.11.106.005.926
,,სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №363 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.926

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №637

2003 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

„სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №363 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად,             ვბრძანებ:

მუხლი 1. „სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №363 ბრძანებით (სსმ III, 1999 წ., №71(78), მუხ. 1093) დამტკიცებულ სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის ცენტრალური აპარატის შემადგენლობაში მოქმედებენ შემდეგი განყოფილებები:

ა) მოკვლევის;

ბ) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის;

გ) სარეჟიმო;

დ) საინფორმაციო-ანალიტიკური.”;

ბ) მე-3 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება:

 „ახდენს სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გაქცეულ მსჯავრდებულთა და პატიმართა ძებნის ორგანიზებას და უზრუნველყოფს მათ დაბრუნებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.”;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის სარეჟიმო განყოფილება ახორციელებს მსჯავრდებულთა შეხვედრების, მათ მიერ შინაგანაწესისა და დღის წესრიგის დაცვაზე კონტროლს.”;

დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

 „5. სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება ახდენს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლას, ოპერატიული სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციების დამუშავებასა და ანალიზს, სპეციალური აღრიცხვის საქმეების რეგისტრაციას და შესაბამის წინადადებებს წარუდგენს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს.”;

2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1”, „თ2” და „თ3” ქვეპუნქტები:

„თ1) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სარეჟიმო სამსახურების საქმიანობის ორგანიზება, მათი მუშაობის შედეგების შესწავლა და გაანალიზება;

თ2) მსჯავრდებულთა შეხვედრების, მათ მიერ შინაგანაწესისა და დღის წესრიგის დაცვაზე კონტროლი;

„თ3) მსჯავრდებულთა მიზანმიმართულად გადანაწილება;”.

3. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15

სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი