„სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის N11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 21/ნ
დოკუმენტის მიმღები საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 18/10/2022
დოკუმენტის ტიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 310150000.77.090.016021
21/ნ
18/10/2022
ვებგვერდი, 19/10/2022
310150000.77.090.016021
„სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის N11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის

სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №21/ნ

2022 წლის 18 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №11/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 16/09/2022, 310150000.77.090.016011) დამტკიცებულ „სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის გაცემის წესში“ (დანართი №2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) წარმატებით აქვს გავლილი სააგენტოში შესაბამისი ტესტირება.“;

ბ) მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) მოწმობის დაკარგვა/დაზიანება, თუ მოწმობის მფლობელს არ სურს ახალი მოწმობის მიღება“.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დირექტორილევან გამყრელიძე