დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2119-IXმს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 29/11/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040000000.05.001.020720 |
|
„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 040000000.05.001.019766) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაგირავებული გირავნობის საგანი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის საგნად, გარდა ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი აქტივი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის საგნად, გარდა იმავე კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. 2. მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. დამგირავებელს უფლება არ აქვს, ამ კანონის შესაბამისად დაგირავებული ფინანსური გირავნობის საგანი გამოიყენოს სხვა ვალდებულებების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, გამოიყენოს იგი, როგორც უზრუნველყოფის აქტივი, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. |
თბილისი, 29 ნოემბერი 2022 წ. N2119-IXმს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები