დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2117-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/11/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 040000000.05.001.020723 |
|
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 204-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 204. მოთხოვნის მფლობელის თანხმობა ვალის გადაკისრებისას თუ ვალის გადაკისრებაზე მესამე პირი და მოვალე შეთანხმდნენ, მისი გადაკისრების ნამდვილობა მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზეა დამოკიდებული. ამ წესიდან გამონაკლისი შემთხვევები დგინდება კანონით.“. 2. 206-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 206. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების შეწყვეტა ვალის გადაკისრებისას ვალის გადაკისრებისთანავე წყდება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული თავდებობა ან გირავნობა, თუ თავდები ან დამგირავებელი არ განაცხადებს თანხმობას ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე. ამ წესიდან გამონაკლისი შემთხვევები დგინდება კანონით.“. 3. 254-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 ნაწილი: „32. დამგირავებელს ეკრძალება იმ არამატერიალური ქონებრივი სიკეთის დაგირავება, რომელიც „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი აქტივია.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
|
თბილისი, 29 ნოემბერი 2022 წ. N2117-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები