სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თბილმიკროკრედიტის“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თბილმიკროკრედიტის“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ

სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თბილმიკროკრედიტის“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თბილმიკროკრედიტის“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 417
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 13/10/2022
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2022
სარეგისტრაციო კოდი
417
13/10/2022
ვებგვერდი, 17/10/2022
სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თბილმიკროკრედიტის“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თბილმიკროკრედიტის“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება 417

2022 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თბილმიკროკრედიტის“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თბილმიკროკრედიტის“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,მიკროსაფინასო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებისა  და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის  №13/04 ბრძანების საფუძველზე:  

1. მიეცეს თანხმობა სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თბილმიკროკრედიტს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 202453219)  საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე-სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას.

2. შეწყდეს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თბილმიკროკრედიტს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 202453219) ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი 19001028319). 

3. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს.

4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №64), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის 

ვიცე-პრეზიდენტი                                                               პაპუნა ლეჟავა