აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/438
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 12/10/2022
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2022
სარეგისტრაციო კოდი
1-1/438
12/10/2022
ვებგვერდი, 17/10/2022
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/438

2022 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2022 წლის 25 ივლისის №01/2303, №01/2305, №01/2306, №01/ 2307, 2022 წლის 07 სექტემბრის №01/2627, №01/2625, №01/2626, №01/2628, №01/2629, 2022 წლის 08 სექტემბრის №01/2644 განცხადებები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი), ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ბაკურციხე-წნორის 16 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი).

ბაკურციხე-წნორის საავტომობილო გზის მონაკვეთი შედის ჟინვალი-ბაკურციხე-წნორის სატრანსპორტო დერეფნის შემადგენლობაში. არსებულ საავტომობილო გზას გააჩნია ორზოლიანი სავალი ნაწილი, რომლის მოასფალტებული განი 6.5-9.0 მეტრ შუალედში იცვლება. საავტომობილო გზა დაახლოებით 24 დასახლებულ პუნქტზე გადის. ახალი ბაკურციხე-წნორის საავტომობილო გზის მონაკვეთი გამოეყოფა ამჟამად მშენებარე ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზას, დაახლოებით 1.8 კმ-ზე. აღნიშნულის შემდგომ, საპროექტო გზა მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით, კვეთს საირიგაციო არხს, რის შემდეგაც უხვევს მარჯვნივ და გადის არხის პარალელურად, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, ვიდრე არ შეუერთდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ლაგოდეხის საავტომობილო გზას. ახალი გზის სიგრძე მიახლოებით 16 კილომეტრია და მდებარეობს გურჯაანის (ბაკურციხე) და სიღნაღის (წნორი) მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე. საპროექტო მონაკვეთი კვეთს მაგისტრალურ საირიგაციო არხს და უამრავ სასოფლო-სამეურნეო გზას. გარდა ამისა, საპროექტო მონაკვეთზე მოსახვედრად გათვალისწინებულია ორი სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარის) მოწყობა. მაგალითად, სოფლებში (რომლებსაც შემოუვლის ახალი საპროექტო მონაკვეთი) მისასვლელების უზრუნველსაყოფად (კმ11+386 ნიშნულთან) მოეწყობა გზაგამტარი და მასთან შეერთებულ მეორადი მნიშვნელობის საავტომობილო გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია (გზის ზედაპირი მოასფალტდება). საპროექტო გზის ჩრდილოეთით მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთებთან მისასვლელად გამოყენებული იქნება საპროექტო გზის გასწვრივ გამავალი მოხრეშილი გზა, რომელიც საჭიროებისამებრ დაუკავშირდება შიდა გზების ქსელს გზიქვეშა გადასასვლელების საშუალებით. ბაკურციხე-წნორის სამოდერნიზაციო სამანქანო გზა იკვეთება 23 მცირე და დიდი ხევით, ერთი ირიგაციული დანიშნულების მაგისტრალური არხით და მისი 9 დიდი გამანაწილებლით. სამოდერნიზაციო გზის გადამკვეთი ხევები სათავეს იღებენ ცივგომბორის ქედის სამხრეთაღმოსავლეთ დაბოლოების ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობებზე და ცალკეულ უხვნალექიან წლებში ერთვიან მდ. ალაზანს მარჯვენა მხრიდან. აღნიშნულ ხევებში წყლის შედარებით მუდმივი დინება ფიქსირდება ცივგომბორის ქედის ფერდობებზე, ქვემოთ არსებულ დასახლებულ პუნქტებთან და ალაზნის ველზე ხევების კალაპოტები მშრალია. ამ მონაკვეთებზე ხევების კალაპოტებში წყლის ნაკადი აღინიშნება მხოლოდ თოვლის დნობის ან ინტენსიური წვიმების პერიოდში. ცალკეული ინტენსიური წვიმების დროს ხევებზე, მათი კალაპოტების მაღალი ქანობების პირობებში, ყალიბდება წყლის იშვიათი განმეორებადობის მაქსიმალური ხარჯები, რომლებიც დიდ მატერიალურ ზარალს აყენებენ დასახლებულ პუნქტებს და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. აღნიშნული ხევებიდან ერთ-ერთი, სოფელ კარდენახში ჩამომავალი მღვრიე-ხევი, ღვარცოფული ხასიათისაა.

პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.

უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული:

ალექსანდრე ნადიკაშვილი (პ/ნ 40001001115), გიორგი ნადიკაშვილი (პ/ნ 40001006340), ლევან ნადიკაშვილი (პ/ნ 40001003791), მაია ცაბუტაშვილი (პ/ნ 40001032141) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ56.03.53.231) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

თამარხელაშვილი (პ/ნ 13001041500), ივანე ხელაშვილი (პ/ნ 13001048537), ლალი ხელაშვილი (პ/ნ 13001068166), მარი ხელაშვილი (პ/ნ13001067290), ნიკა ხელაშვილი (პ/ნ 13001068174) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ 51.15.60.103) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

ეკატერინე მენთეშაშვილი (პ/ნ 40401042631), კახა მენთეშაშვილი (პ/ნ 40001034150), ლევანმენთეშაშვილი (პ/ნ 40001037804), მარიამ მენთეშაშვილი (პ/ნ 40001033644), ნანა მენთეშაშვილი (პ/ნ 40801042450), ნინო მენთეშაშვილი (პ/ნ 40001039695), რობერტ მენთეშაშვილი (პ/ნ 40001007662), რობერტი მეთეშაშვილი (პ/ნ40001037805), ქეთევანმენთეშაშვილი (პ/ნ 40001039707), შალვა მენთეშაშვილი (პ/ნ 40001027823), ხათუნა მენთეშაშვილი (პ/ნ 40001002922) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ 56.03.53.279) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

თეონა ქიტიაშვილის (პ/ნ 40001006751), ლეილა ფოლადაშვილი (პ/ნ 40001009834) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ 56.03.50.281) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

ზაზა ფხოველიშვილის (პ/ნ 40001003290) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ 56.04.50.859) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

ელვირა მემარნიშვილის (პ/ნ 01023002891) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ №56.03.53.272) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

ეკატერინე ტორიაშვილი (პ/ნ 13001054520), კონსტანტინე ბერიძიშვილი (პ/ნ 13001007938), მაკა ბერიძიშვილი (პ/ნ 13001063261), ნელი ბერიძიშვილი (პ/ნ 13001063461) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ 51.14.58.318) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

ეთერი შოშიაშვილი (პ/ნ 40001039431), ვასილ შოშიაშვილი (პ/ნ 40001017615), ლიანა შოშიაშვილი (პ/ნ 40001009999), მარიამშოშიაშვილი (პ/ნ 40001039538) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ 56.01.47.068) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

ნანული თამაზაშვილის (პ/ნ 40001002291) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ №56.02.48.101) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

არჩილ მჭედლიშვილის (პ/ნ №40001006639) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ №56.04.50.634) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ უძრავ ქონებებზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ბაკურციხე-წნორის 16 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქობოში მდებარე 1743 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ №56.03.53.231) თანამესაკუთრეები არიან: ალექსანდრე ნადიკაშვილი (პ/ნ 40001001115), გიორგი ნადიკაშვილი (პ/ნ 40001006340), ლევან ნადიკაშვილი (პ/ნ 40001003791), მაია ცაბუტაშვილი (პ/ნ 40001032141).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ალექსანდრე ნადიკაშვილის, გიორგი ნადიკაშვილის, ლევან ნადიკაშვილის, მაია ცაბუტაშვილის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება სრულად – 1743 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები (ს/კ№ 56.03.53.231).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩალებიში მდებარე 1710 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ №51.15.60.103 ) თანამესაკუთრეები არიან: თამარი ხელაშვილი (პ/ნ 13001041500), ივანე ხელაშვილი (პ/ნ 13001048537), ლალი ხელაშვილი (პ/ნ 13001068166), მარი ხელაშვილი (პ/ნ13001067290), ნიკა ხელაშვილი (პ/ნ 13001068174).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა თამარი ხელაშვილის, ივანე ხელაშვილის, ლალი ხელაშვილის, მარი ხელაშვილის, ნიკა ხელაშვილის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი - 366 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა, მრავალწლიანი ნარგავები (ს/კ №51.15.60.103);

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქობოში მდებარე 2543 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ №56.03.53.279) თანამესაკუთრეები არიან: ეკატერინე მენთეშაშვილი (პ/ნ 40401042631), კახა მენთეშაშვილი (პ/ნ 40001034150), ლევანი მენთეშაშვილი (პ/ნ 40001037804), მარიამ მენთეშაშვილი (პ/ნ 40001033644), ნანა მენთეშაშვილი (პ/ნ 40801042450), ნინო მენთეშაშვილი (პ/ნ 40001039695), რობერტ მენთეშაშვილი (პ/ნ 40001007662), რობერტი მენთეშაშვილი (პ/ნ40001037805), ქეთევანი მენთეშაშვილი (პ/ნ 40001039707), შალვა მენთეშაშვილი (პ/ნ 40001027823), ხათუნა მენთეშაშვილი (პ/ნ 40001002922).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ეკატერინე მენთეშაშვილის, კახა მენთეშაშვილის, ლევანი მენთეშაშვილის, მარიამ მენთეშაშვილის, ნანა მენთეშაშვილის, ნინო მენთეშაშვილის, რობერტ მენთეშაშვილის, რობერტი მენთეშაშვილის, ქეთევანი მენთეშაშვილის, შალვა მენთეშაშვილის, ხათუნა მენთეშაშვილის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი 646 კვ.მ მიწის ნაკვეთიდა მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები (ს/კ №56.03.53.279).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფელ საქობოში მდებარე 1322 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები არიან: თეონა ქიტიაშვილის (პ/ნ 40001006751), ლეილა ფოლადაშვილის (პ/ნ 40001009834).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა თეონა ქიტიაშვილის და ლეილა ფოლადაშვილის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი 240 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ № 56.03.50.281).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში მდებარე 1988 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ზაზა ფხოველიშვილი (პ/ნ 40001003290).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ზაზა ფხოველიშვილი საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი 439 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ№56.04.50.859).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქობოში მდებარე 4418 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ელვირა მემარნიშვილი (პ/ნ 01023002891).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ელვირა მემარნიშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი 1442 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები (ს/კ №56.03.53.272).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაკურციხეში მდებარე 3916 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები არიან: ეკატერინე ტორიაშვილი (პ/ნ 13001054520), კონსტანტინე ბერიძიშვილი (პ/ნ 13001007938), მაკა ბერიძიშვილი (პ/ნ 13001063261), ნელი ბერიძიშვილი (პ/ნ 13001063461).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ეკატერინე ტორიაშვილის, კონსტანტინე ბერიძიშვილის, მაკა ბერიძიშვილის, ნელი ბერიძიშვილის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი 1722 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ№51.14.58.318).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაგაში მდებარე 1700 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები არიან: ეთერი შოშიაშვილი (პ/ნ 40001039431), ვასილ შოშიაშვილი (პ/ნ 40001017615), ლიანა შოშიაშვილი (პ/ნ 40001009999), მარიამშოშიაშვილი (პ/ნ 40001039538)

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ეთერი შოშიაშვილის, ვასილშოშიაშვილის, ლიანა შოშიაშვილის, მარიამშოშიაშვილის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი 1184 კვ.მ და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები (ს/კ№56.01.47.068).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაქირში მდებარე 3207 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ნანული თამაზაშვილი (პ/ნ 40001002291).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ნანული თამაზაშვილი საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი 1436 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობა, მრავალწლიანი ნარგავები (ს/კ№56.02.48.101).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ქალაქ წნორში, მეხუთე ფრეგატი მდებარე 3562 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა არჩილ მჭედლიშვილი (პ/ნ №40001006639).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა არჩილ მჭედლიშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი 520 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ№56.04.50.634).

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2022 წლის 05 ოქტომბრის კომისიის №6 ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ბაკურციხე-წნორის 16 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:

1.1. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქობოში მდებარე ალექსანდრე ნადიკაშვილი (პ/ნ 40001001115), გიორგი ნადიკაშვილი (პ/ნ 40001006340),  ლევან ნადიკაშვილი(პ/ნ 40001003791), მაია ცაბუტაშვილი (პ/ნ 40001032141) თანასაკუთრებაში არსებულ 1743 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მრავალწლიანი ნარგავებზე (ს/კ№56.03.53.231);

1.2. გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩალებიში მდებარე თამარხელაშვილის (პ/ნ 13001041500), ივანე ხელაშვილი (პ/ნ 13001048537), ლალი ხელაშვილი (პ/ნ 13001068166), მარი ხელაშვილი (პ/ნ13001067290), ნიკა ხელაშვილი (პ/ნ 13001068174) თანასაკუთრებაში არსებულ 1710 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე 366 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე, მრავალწლიან ნარგავებზე (ს/კ №51.15.60.103);

1.3 სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქობოში მდებარე ეკატერინე მენთეშაშვილი (პ/ნ 40401042631), კახა მენთეშაშვილი(პ/ნ 40001034150), ლევანმენთეშაშვილი (პ/ნ 40001037804), მარიამ მენთეშაშვილი (პ/ნ 40001033644), ნანა მენთეშაშვილი (პ/ნ 40801042450), ნინო მენთეშაშვილი (პ/ნ 40001039695), რობერტ მენთეშაშვილი (პ/ნ 40001007662), რობერტი მეთეშაშვილი (პ/ნ 40001037805), ქეთევანმენთეშაშვილი (პ/ნ 40001039707), შალვა მენთეშაშვილი (პ/ნ40001027823), ხათუნა მენთეშაშვილი (პ/ნ 40001002922) თანასაკუთრებაში არსებულ 2543 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 646 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე (ს/კ №56.03.53.279);

1.4. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქობოში მდებარე თეონა ქიტიაშვილის (პ/ნ 40001006751) და ლეილა ფოლადაშვილი (პ/ნ 40001009834) თანასაკუთრებაში არსებულ 1322 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე 240 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ № 56.03.50.281);

1.5. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში მდებარე ზაზა ფხოველიშვილის (პ/ნ 40001003290) საკუთრებაში არსებულ 1988 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე 439 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ№56.04.50.859 );

1.6. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქობოში მდებარე ელვირა მემარნიშვილის (პ/ნ 01023002891) საკუთრებაში არსებულ 4418 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე 1442 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე (ს/კ№ 56.03.53.272);

1.7. გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაკურციხეში მდებარე ეკატერინე ტორიაშვილი (პ/ნ 13001054520), კონსტანტინე ბერიძიშვილი (პ/ნ 13001007938), მაკა ბერიძიშვილი (პ/ნ 13001063261), ნელი ბერიძიშვილი(პ/ნ 13001063461) საკუთრებაში არსებულ 3916 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე 1722 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 51.14.58.318);

1.8. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაგაში მდებარე ეთერ შოშიაშვილი (პ/ნ 40001039431), ვასილ შოშიაშვილი (პ/ნ 40001017615), ლიანა შოშიაშვილი (პ/ნ 40001009999), მარიამშოშიაშვილი (პ/ნ 40001039538) თანასაკუთრებაში არსებულ 1700 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილზე 1184 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე (ს/კ№ 56.01.47.068);

1.9. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაქირში მდებარე ნანული თამაზაშვილის (პ/ნ 40001002291) საკუთრებაში არსებულ 3207 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 1436 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე, მრავალწლიანი ნარგავებზე (ს/კ№56.02.48.101);

1.10. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში, მეხუთე ფრეგატი მდებარე არჩილ მჭედლიშვილის (პ/ნ №40001006639) საკუთრებაში არსებულ 3562 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე 520 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №56.04.50.634);

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

მინისტრი                                                                                                                     ლ. დავითაშვილი