„ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №591 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №591 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 484
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.023695
484
13/10/2022
ვებგვერდი, 17/10/2022
330090000.10.003.023695
„ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №591 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №484

2022 წლის 13  ოქტომბერი

 ქ. თბილისი

 

„ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №591 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №591 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/12/2019, 330090000.10.003.021611) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის გენერალური გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტის“ (დანართი №1):

1. მე-5 მუხლის „ა“, „“, , „ზ“ დაქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მიწის ნაკვეთების გამიჯვნის საფუძველს წარმოადგენს განაშენიანების გეგმა/განაშენიანების დეტალური გეგმა. იმ მიწის ნაკვეთების, რომლებიც რეგლამენტის თანახმად არ საჭიროებენ განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის მომზადებას, გამიჯვნა დასაშვებია მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით.“.  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი