„გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 483
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.023694
483
13/10/2022
ვებგვერდი, 17/10/2022
330090000.10.003.023694
„გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №483

2022 წლის 13 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

 

„გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №587 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/12/2019, 330090000.10.003.021607) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის გენერალური გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტის“ (დანართი №1) მე-7 მუხლის „ბ“ − „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტის“ (დანართი №2):

ა)  მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა.ა)  „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„ე) საკურორტო ზონა 1 (შზ-6) − შენობის მაქსიმალური სიმაღლე მიწის ნაკვეთის 15%-მდე დახრილობის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ცხრილში განსაზღვრულს, ხოლო მიწის ნაკვეთის 15%-ზე მეტი დახრილობის შემთხვევაში შენობის მაქსიმალური სიმაღლე დასაშვებია გაიზარდოს 2 მეტრამდე;“;

ა.ბ) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საკურორტო ზონა − 2-ში (შზ-7) − შენობის მაქსიმალური სიმაღლე მიწის ნაკვეთის 15%-მდე დახრილობის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ცხრილში განსაზღვრულს, ხოლო მიწის ნაკვეთის 15%-ზე მეტი დახრილობის შემთხვევაში შენობის მაქსიმალური სიმაღლე დასაშვებია გაიზარდოს 3 მეტრამდე.“;

ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სასოფლო-სამოსახლო ზონა (შზ-1) − შენობის მაქსიმალური სიმაღლე მიწის ნაკვეთის 15%-მდე დახრილობის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ცხრილში განსაზღვრულს, ხოლო მიწის ნაკვეთის 15%-ზე მეტი დახრილობის შემთხვევაში შენობის მაქსიმალური სიმაღლე დასაშვებია გაიზარდოს 2 მეტრამდე;“;

გ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)  საცხოვრებელ ზონა 2-ში (სზ-2) − შენობის მაქსიმალური სიმაღლე მიწის ნაკვეთის 15%-მდე დახრილობის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ცხრილში განსაზღვრულს, ხოლო მიწის ნაკვეთის 15%-ზე მეტი დახრილობის შემთხვევაში შენობის მაქსიმალური სიმაღლე დასაშვებია გაიზარდოს 2 მეტრამდე;

ე) საცხოვრებელ ზონა 3-ში (სზ-3) − შენობის მაქსიმალური სიმაღლე მიწის ნაკვეთის 15%-მდე დახრილობის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ცხრილში განსაზღვრულს, ხოლო მიწის ნაკვეთის 15%-ზე მეტი დახრილობის შემთხვევაში შენობის მაქსიმალური სიმაღლე დასაშვებია გაიზარდოს 2 მეტრამდე;“;

დ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შენობის მაქსიმალური სიმაღლე მიწის ნაკვეთის 15%-მდე დახრილობის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ცხრილში განსაზღვრულს, ხოლო მიწის ნაკვეთის 15%-ზე მეტი დახრილობის შემთხვევაში შენობის მაქსიმალური სიმაღლე დასაშვებია გაიზარდოს 3 მეტრამდე.“;

ე) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12. ღობის სიმაღლეები

გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე დაუშვებელია მიწის ნაკვეთის შემოღობვა, გარდა ტექნიკური ნაგებობებისათვის საჭირო ღობისა და, გამონაკლის შემთხვევებში, მოცემული ცხრილის შესაბამისად:

ეზოები

სიმაღლე

წინა ეზო

ღობის ყრუ ნაწილი

ღობის გამჭვირვალე ლითონის გისოსებიანი ნაწილი

 

 მიწიდან 0.6 მეტრამდე

მიწიდან 1.8 მეტრამდე

უკანა ეზო

ღობის ყრუ ნაწილი

ღობის გამჭვირვალე ლითონის გისოსებიანი ნაწილი

 

მიწიდან 0.6 მეტრამდე

მიწიდან 1.8 მეტრამდე

გვერდითი ეზო

ღობის ყრუ ნაწილი

ღობის გამჭვირვალე ლითონის გისოსებიანი ნაწილი

 

მიწიდან 0.6 მეტრამდე

მიწიდან 1.8 მეტრამდე.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი