დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №588 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 482 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/10/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/10/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090000.10.003.023693 |
482
13/10/2022
ვებგვერდი, 17/10/2022
330090000.10.003.023693
„დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №588 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
„დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №588 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №588 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/12/2019, 330090000.10.003.021608) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დიდი მიტარბის სარეკრეაციო ტერიტორიის გენერალური გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტის (დანართი №1):
1. მე-5 მუხლის „ბ“ − „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მიწის ნაკვეთების გამიჯვნის საფუძველს წარმოადგენს განაშენიანების გეგმა/განაშენიანების დეტალური გეგმა. იმ მიწის ნაკვეთების, რომლებიც რეგლამენტის თანახმად არ საჭიროებენ განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის მომზადებას, გამიჯვნა დასაშვებია მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები