დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 68 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/10/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/10/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 03/01/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.026.017024 |
|
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებით (ვებგვერდი, 19/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010320010.22.026.016381) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია: ა) უსაფრთხოების პოლიტიკის სამმართველო; ბ) ცენტრალური რეგისტრის სამმართველო; გ) კომუნიკაციების უსაფრთხოების განყოფილება (NCSA); დ) კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების განყოფილება (NDA); ე) უსაფრთხოების აკრედიტაციის განყოფილება (SAA).“. ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. კომუნიკაციების უსაფრთხოების განყოფილების (NCSA) კომპეტენციაა: ა) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გადამცემი და დამამუშავებელი საკომუნიკაციო და ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბ) უსაფრთხო საკომუნიკაციო და ინფორმაციული სისტემების განსაზღვრა, დაცვის მექანიზმების კონფიგურაციის შერჩევა, ფუნქციონირება და შენარჩუნება, დაგეგმვის პროცესიდან სისტემის გაუქმებამდე სრული სიცოცხლის ციკლის განმავლობაში; გ) უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვა, უსაფრთხო ქსელებისა და სისტემების ტექნიკური ასპექტების ჩამოყალიბება, მოწყობა და იმპლემენტაცია, მათი პროგრამული უზრუნველყოფა, სისტემების მართვა და კონტროლი, უსაფრთხო ქსელების და სისტემების შექმნა და ერთიანი სისტემების ადმინისტრირება; დ) კრიპტოგრაფიული საშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შეფასება, შერჩევა, დამტკიცება, კონტროლის წესების და პროცედურების უზრუნველყოფა, ასევე ტექნიკური ინფორმაციის კონტროლი; ე) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის საკომუნიკაციო უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, კონტრზომების განსაზღვრა, მათი სისტემაში დანერგვა და წინადადებების შემუშავება ინფორმაციის არასანქცირებული გამოყენებისა და წვდომისაგან, აგრეთვე განადგურებისა და ცვლილებისაგან დაცვის მიზნით; ვ) ტემპესტ (TEMPEST) ტესტირების უზრუნველყოფა და შესაბამისი პროცედურების დანერგვა; ზ) ერთიანი კოორდინირებული რეგისტრების სისტემის საკომუნიკაციო და ინფორმაციული სისტემების რეგულარული ინსპექტირება/მონიტორინგი.“. 2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის მე-6 და მე-7 პუნქტები: „6. კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების განყოფილების (NDA) კომპეტენციაა: ა) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვისთვის გამოყენებული კრიპტოგრაფიული სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბ) საქართველოში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების ერთიან სისტემაში ნატოს კრიპტოგრაფიული მასალის დისტრიბუციის უზრუნველყოფა; გ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კრიპტოგრაფიული სისტემების და კრიპტოგრაფიული მასალის მართვა, სრული აღრიცხვა, უსაფრთხო მოხმარება, შენახვა და განადგურებისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება; დ) საქართველოში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების ერთიან სისტემაში კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების ინსპექტირება/მონიტორინგი; ე) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და წინადადებების შემუშავება ინფორმაციის არასანქცირებული გამოყენებისა და წვდომისაგან, აგრეთვე განადგურებისა და ცვლილებისაგან დაცვის მიზნით; ვ) საქართველოში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების ერთიან სისტემაში კრიპტოგრაფიულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საჭირო პროცედურების ჩამოყალიბება/განხორციელება. 7. უსაფრთხოების აკრედიტაციის განყოფილების (SAA) კომპეტენციაა: ა) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დამუშავებისათვის გამოყენებული უსაფრთხო სისტემების აკრედიტაცია და რე-აკრედიტაცია; ბ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დამუშავებისათვის გამოყენებული უსაფრთხო სისტემების აკრედიტაციისთვის უსაფრთხოების გეგმების შემუშავება; გ) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კონსულტაციების გაწევა როგორც ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დამამუშავებელი სისტემების დანერგვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულებისთვის, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების შესაბამისი წარმომადგენლებისთვის; დ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დასაცავად გამოყენებული სისტემების აუდიტი, ინსპექტირება და მონიტორიგი; ე) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დასაცავად გამოყენებული სისტემების იდენტიფიცირებული რისკებისა და საფრთხეების, ასევე კონტრზომებისა და უსაფრთხოების აკრედიტაციისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის განხილვა; ვ) საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის ფარგლებში არსებული კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი სისტემის განვითარება და მართვა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 3 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები