დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1929-IXმს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/10/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/10/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360050000.05.001.020642 |
|
კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ
|
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი არეგულირებს კვერეთის აღკვეთილის შექმნის, მართვის, დაცვისა და გამოყენების სფეროში არსებულ ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს. 2. კვერეთის აღკვეთილი იქმნება ეროვნული მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმების ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების, ბიოცენოზებისა და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დაცვის, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების აღდგენისა და დაცვის ხელშეწყობის მიზნით. 3. კვერეთის აღკვეთილისთვის მიკუთვნებული მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს კვერეთის აღკვეთილის შექმნა; ბ) მოაწესრიგოს კვერეთის აღკვეთილის მართვის, დაცვისა და გამოყენების სამართლებრივი მექანიზმები. 2. ამ კანონის ძირითადი ამოცანაა, კვერეთის აღკვეთილის საზღვრებში: ა) უზრუნველყოს ზემო იმერეთის მთიანი რეგიონისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების, ბიოტოპებისა და მათი ცალკეული კომპონენტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; ბ) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტ განვითარებას; გ) უზრუნველყოს მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და რაციონალური გამოყენება; ეკოლოგიური განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება; ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა და მისი მონიტორინგის განხორციელება; დ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოსა და ადამიანის მიერ სახეცვლილ გარემოში რეკრეაციისთვის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. მუხლი 3. კვერეთის აღკვეთილის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები 1. კვერეთის აღკვეთილი საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ნაწილია. ის იქმნება ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში. 2. კვერეთის აღკვეთილი იქმნება საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რაჭის ქედის სამხრეთ მონაკვეთზე, რომელიც მოიცავს მდინარეების − ჯრუჭულისა და ჩიხურის სათავეებს, მათი ზემოწელის წყალშემკრები აუზების ტყესა და სუბალპურ მდელოებს. კვერეთის აღკვეთილის საერთო ფართობია 14797 ჰექტარი. იგი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
მუხლი 4. კვერეთის აღკვეთილის სახელმწიფო მართვა, მისი დაცვისა და გამოყენების რეჟიმი კვერეთის აღკვეთილის სახელმწიფო მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. კვერეთის აღკვეთილის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მუხლი 5. ქონებრივი ურთიერთობები, მიწით, სასარგებლო წიაღისეულითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები 1. ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ამავე კანონის ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი ურთიერთობების ფარგლებში დასაშვებია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლებების (საკუთრება, უზუფრუქტი, აღნაგობა, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა და სხვა) რეგისტრაცია. 2. ეს კანონი არ ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ამავე კანონის ამოქმედებამდე არსებულ: ა) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ისეთ ურთიერთობებზე, როდესაც ლიცენზიის გაცემის მიზნით დაწყებულია საქმის წარმოება; ბ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე. მუხლი 6. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
|
თბილისი, 20 ოქტომბერი 2022 წ. N1929-IXმს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები