„უცხოური ინვესტიციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„უცხოური ინვესტიციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 14/05/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 13, 28/06/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 11/12/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
14/05/1996
პარლამენტის უწყებანი, 13, 28/06/1996
000000000.00(0).000.000000
„უცხოური ინვესტიციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

 

საქართველოს კანონი

 

„უცხოური ინვესტიციების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

„უცხოური ინვესტიციების შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 30 ივნისის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995 წ., № 27-30, მუხ. 654) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ამოღებულ იქნეს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი.

2. კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14.1. იმისათვის, რომ საქართველოში განხორციელდეს უცხოური ინვესტიცია, რომლის ღირებულება არის 100.000 (ასი ათასი) აშშ დოლარზე მეტი, საჭიროა საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს ლიცენზია“.

3. კანონის მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15.

უცხოური ინვესტიციების სააგენტო

15.1. უცხოური ინვესტიციების სახელმწიფოებრივ ლიცენზირებასა და აღრიცხვას ახორციელებს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს უცხოური ინვესტიციების სააგენტო.

15.2. სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი.

15.3. სააგენტოს დებულებას, რომელიც განსაზღვრავს სააგენტოს ფუნქციებს, უცხოური ინვესტიციების ლიცენზირების წესსა და ფორმას, აგრეთვე ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული ხარჯების მოცულობას, ამტკიცებს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი.

15.4. სააგენტო უფლებამოსილია:

აღრიცხოს ყველა უცხოური ინვესტიცია საქართველოში;

გამოაქვეყნოს და გაავრცელოს ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომლებიც რეგულირდება ამ კანონით და ეხება საქართველო უცხოელი ინვესტორისათვის ნებისმიერ სასურველ საინვესტიციო შესაძლებლობას;

გამოაქვეყნოს უცხოური ინვესტიციის ლიცენზიის განცხადების ფორმა, პირობები და ხარჯები, რაც დაკავშირებულია ასეთი ლიცენზიის წარდგენასა და მიღებასთან;

შეაჩეროს და დანიშნოს ის კონსულტანტები, ტექნიკური და სამუშაო პერსონალი, რომლებიც აუცილებელია სააგენტოს ფუნქციების განსახორციელებლად:

საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს ექსპერტ-სპეციალისტები“.

4. კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16.4. თუ სააგენტო აღნიშნულ ვადაში ვერ გასცემს პასუხს, გადაწყვეტილებას იღებს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს კოლეგია მისთვის საკითხის დაყენებიდან 30 დღეში“.

5. კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მეორე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ინვესტიციის მიმღები ობიექტის მფლობელთან დადებული ხელშეკრულების (კონტრაქტის) ასლს“.

ამოღებულ იქნეს მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მე-7 აბზაცი.

 

საქართველოს პრეზიდენტი                               ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 14 მაისი.

№213-IIს