„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 480
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.023691
480
10/10/2022
ვებგვერდი, 11/10/2022
470000000.10.003.023691
„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №480

2022 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2022, 470000000.10.003.023211) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. №2 დანართის („იმუნიზაცია“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 29,223.4 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვა

13,450.0

2

სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა

200.0

3

პოსტექსპოზიციური ანტირაბიული პროფილაქტიკისათვის ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა

6,114.9

4

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვა

4,108.5

5

„ცივი ჯაჭვის“ მოწყობილობების/ინვენტარის შესყიდვა და მონტაჟი

150.0

6

აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურება

100.0

7

საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები

100.0

8

ახალი კორონავირუსული დაავადების – COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრების ადმინისტრირება

5,000.0

 

სულ:

29,223.4.“.

 

2. №12 დანართის („დიაბეტის მართვა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 19,989.7 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურება

2,200.0

2

სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებით და სენსორებით უზრუნველყოფა

4,802.0

3

 სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება

810.0

4

 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

11,643.7

5

უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

300.0

6

სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები

234.0

 

სულ:

19,989.7.“.

      

3. №14 დანართის („დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 47,119.9 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ჰემოდიალიზით უზრუნველყოფა

18,341.9

2

პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა

133.0

3

ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვა და მიწოდება

26,347.4

4

თირკმლის ტრანსპლანტაცია

700.0

5

ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა

41.6

6

ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესული მედიკამენტებით უზრუნველყოფა

1,520.0

7

სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა

36.0

 

სულ:

47,119,9.“.

      

4. №17.2 დანართის („სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება და სასწრაფო სამედიცინო დახმარება):

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება და სპეცდაფინანსებაზე მყოფი რიგი სამედიცინო დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, დამატებითი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;“;

ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 7.898.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

 

სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება და  სპეცდაფინანსებაზე მყოფი რიგი სამედიცინო დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, დამატებითი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა

 

7,336.0

2

სასწრაფო სამედიცინო დახმარება (ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სასწრაფო სამედიცინო დახმარება)

 

562.0

 

სულ:

7,898.0.“;

 

გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად მხოლოდ შემთხვევათა რეესტრისა და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას, დადგენილი ფორმის შესაბამისად, ხოლო დანართი 17.2.1-ის (სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებები) მე-14-27-ე პუნქტებით განსაზღვრული მიმწოდელებისთვის დამატებით ფინანსური ანგარიშგების ფორმის წარდგენას.“;

დ) №17.2.1 დანართი (სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი 17.2.1 – სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებები

 

დაწესებულება

თვის ბიუჯეტი (ლარი)

1

ზემო აფხაზეთის საავადმყოფო

17 674

2

ა(ა)იპ − გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფო

8 538 (მ. შ., 6 540 სახელფასო ფონდი)

3

საბერიოს საექიმო ამბულატორია

17 180 (მ. შ., 15 398 სახელფასო ფონდი)

4

ა(ა)იპ − გალის რაიონის სოფ. ოტობაიას საექიმო ამბულატორია

6 193 (მ. შ., 5 583 სახელფასო ფონდი)

5

ა(ა)იპ − გალის რაიონის სოფ. ნაბაკევის საექიმო ამბულატორია

3 467 (მ. შ., 2 603 სახელფასო ფონდი)

6

ა(ა)იპ − გალის რაიონის სოფ. ზემო ბარღების საექიმო ამბულატორია

3 410 (მ. შ., 2 433 სახელფასო ფონდი)

7

ა(ა)იპ − გალის რაიონის სოფ. რეფის საექიმო ამბულატორია

1 060 (მ. შ., 900 სახელფასო ფონდი)

8

მზიურის საექიმო ამბულატორია

2 599

9

ოქუმის საექიმო ამბულატორია

4 332

10

ქვემო ბარღების ამბულატორია

867

11

შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკა“

16 018

12

შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის ამბულატორია“

5 000

13

შპს „ქ. ჯვარის პოლიკლინიკა“

5 272

14

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ (წალკის მუნიციპალიტეტი)

60 182

15

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)

46 440

16

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ (თიანეთის მუნიციპალიტეტი)

63 728

17

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ (დაბა ბაკურიანი)

27 141

18

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)

60 374

19

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ (ონის მუნიციპალიტეტი)

38 260

20

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ (ცაგერის მუნიციპალიტეტი)

54 247

21

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ (ლენტეხის მუნიციპალიტეტი)

32 276

22

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ (თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტი)

30 544

23

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ (დაბა გუდაური)

14 233

24

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ (დუისის გად. სამ. დახმ. ცენტ.- ახმეტის მუნიციპალიტეტი)

32 076

25

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ (დმანისის  მუნიციპალიტეტი)

28 615

26

შპს „მანგლისის საავადმყოფო პოლიკლინიკა“

6 000

27

შპს „მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანება“

48 632

28

შპს „შატილის საექიმო ამბულატორია“

2 000

29

შპს „ბარისახოს ამბულატორია დღის სტაციონარი“

2 900

30

შპს „ერედვის ამბულატორია“

8 470

31

შპს „ქარელის რაიონის სოფელ ავნევის ამბულატორია“

3 582

32

შპს „ქსუისის ამბულატორია“

8 160

33

შპს „ქურთის საავადმყოფო“

35 976

34

შპს „ახალგორის რაიონული პოლიკლინიკა“

17 465

35

შპს „ახალგორის რაიონული საავადმყოფო“

5 000

36

შპს „ლარგვისის საექიმო ამბულატორია“

1 271

37

შპს „ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“

14 100

38

შპს „წინაგრის საექიმო ამბულატორია“

1 733

39

შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“ (ტყვიავის საავადმყოფო)

4 980

40

შპს „ჭუბერი-უშგულის სპეციალიზებული ამბულატორიული მომსახურება“

14 504.“.

 

5. №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“):

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) „გ“ ქვეპუნქტის:

ა.ა.ა) „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.გ) COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევის მკურნალობას (მათ შორის, ამ პროგრამის მიზნებისთვის ცენტრალიზებულად შესყიდული ან დონაციის გზით მიღებული მედიკამენტებით უზრუნველყოფას მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად);“;

ა.ა.ბ) „გ.ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ი) „გ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიისა) უზრუნველსაყოფად, ბენეფიციარების საცხოვრებელი ადგილიდან სამკურნალო დაწესებულებებში და სამკურნალო დაწესებულებებიდან საცხოვრებელ ადგილას ტრანსპორტირებას; ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული „COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტის „პაქსლოვიდის“ განაწილებისა და COVID-19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტებში გამოყენების წესის“ შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტის ბენეფიციარამდე ტრანსპორტირებას (მთელი ქვეყნის მასშტაბით);“;

ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული მულტისისტემური ანთებითი სინდრომით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პირთა ინტრავენური იმუნოგლობულინით (მათ შორის, ცენტრალიზებულად შესყიდული ინტრავენური იმუნოგლობულინით) უზრუნველყოფას;“;

ბ) მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით (გარდა ცენტრალიზებულად შესყიდული ინტრავენური იმუნოგლობულინისა);“;

 გ) მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.გ) „გ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით ადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.“;

დ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 444,918.2 ათასი ლარით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი