დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/10/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/10/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.105.016644 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 მარტის №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/03/2019, სარეგისტრაციო კოდი:
010250050.35.105.016501) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის: ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. დარბაზში გაწევრიანება შეუძლია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიოტრიაზე მოქმედ ნებისმიერ დაინტერესებულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის (გარდა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისა) წარმომადგენელს, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სრულწლოვან პირს.“; ბ) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დარბაზის წევრთა რეგისტრაციას ახდენს საკრებულოს აპარატი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სრულწლოვან პირს და მოქმედ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის წარმომადგენელს საკრებულოს განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ ნებისმიერ დროს აქვს უფლება მიმართოს საკრებულოს აპარატს საზოგადოებრივი დარბაზის წევრად რეგისტრაციის შესახებ. დარბაზის წევრთა რაოდენობა არ შეიძლება შეზღუდული იყოს.“; გ) ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი. დ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ. საზოგადოებრივი დარბაზის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საკრებულოსათვის წინადადებების მომზადება/წარდგენა.“; ე) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დარბაზის სხდომის დღის წესრიგს ადგენს დარბაზის სხდომის თავმჯდომარე, დარბაზის წევრთა წინადადებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები. დღის წესრიგსა და მასში ცვლილებების შეტანას ამტკიცებს დარბაზი საერთო წესით.'' ვ) მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-41 მუხლი: „მე-41 მუხლი. დარბაზის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა „დარბაზის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა საფუძველია: ა) პირადი განცხადება; ბ) ზედიზედ 3-ჯერ სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენა; გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადის გასვლა; დ) გარდაცვალება; ე) იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმება.“; ზ) მე-71 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „71 მუხლი. დარბაზის ანგარიში 1. დარბაზი გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს საჯაროდ წარუდგენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოველი კალენდარული წლის დეკემბრის თვეში. 2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა არანაკლებ 1/3 შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში დარბაზის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ მის მიერ განსაზღვრულ ვადაში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები