„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 478
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 300010000.10.003.023689
478
10/10/2022
ვებგვერდი, 11/10/2022
300010000.10.003.023689
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №478

2022 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131  დადგენილებაში (სსმ, 82, 2008 წელი) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების“ მე-7 მუხლის 25-ე და 26-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25. თიზის ადმინისტრატორი შეიმუშავებს ზონის განაშენიანების დეტალურ გეგმას, რომელსაც ამტკიცებს სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებით.

26. თიზის განაშენიანების დეტალური გეგმა უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსისა და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამის მოთხოვნებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი