დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/431 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/10/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300300000.22.024.016767 |
|
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში” (სსმ, III, 31.08.2006წ., №117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს ცვლილება და 49-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2022 წლის ოქტომბრის თვეში ტრანზიტის განხორციელებისას, ეგხ 220 კვ ,,სალხინოთი“ და ეგხ 110 კვ „ნაკადულით“ შემოტანილი და თურქეთის რესპუბლიკაში სატრანზიტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის ნაწილი (არაუმეტეს 95 000 000 კვტ.სთ იმპორტირებული ელექტროენერგია) იმპორტიორისგან შესყიდულ იქნეს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ, იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ანაზღაურება განხორციელდება იმავე მოცულობის ელექტროენერგიის იმპორტიორისათვის დაბრუნებით. წინამდებარე წესების მე-14 მუხლის 11 პუნქტის მიზნებისათვის, იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში შესყიდული ელექტროენერგიის პირობითი ფასი განისაზღვროს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით მისაწოდებელი საექსპორტო ელექტროენერგიის შესყიდვის საპროგნოზო ხარჯების გათვალისწინებით. 2. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების თანახმად შესყიდული ელექტროენერგიის იმპორტიორისათვის დაბრუნება განხორციელდება 2022 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეებში, მხარეებს შორის დამატებით გაფორმებული ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, ელექტროენერგიის დაბრუნება და აღნიშნული მიზნით ტრანსსასაზღვრო ხაზის საექსპორტო მოცულობის განაწილება განხორციელდეს შესაბამისი საანგარიშო პერიოდისათვის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით განსაზღვრული მოცულობებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის საექსპორტო პოტენციალის გათვალისწინების გარეშე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები