„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 18 აგვისტოს №59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 17/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/10/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 20/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.026.017026
70
17/10/2022
ვებგვერდი, 18/10/2022
010320040.22.026.017026
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 18 აგვისტოს №59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №70

2022 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 18 აგვისტოს №59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 18 აგვისტოს №59 ბრძანებით (ვებგვერდი, 21/08/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.026.016509) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

„მუხლი 91. საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკის და დაგეგმვის სამმართველოს სპეციალისტი  (მეოთხე  რანგი,  კატეგორია – პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო მიმართულებით:

ა) ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები;

ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;

გ) ბიზნესი და ადმინისტრირება.

2.  წარმოებისა და ოპერაციული დაგეგმარების ცოდნა.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.

4. ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე;  სასურველია დამატებითი  უცხო ენის ცოდნა (რუსული, ფრანგული ან გერმანული ენებიდან ერთ-ერთის ცოდნა) – A2 დონე.

5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე