დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №719 ბრძანებაში ცვლილბების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 628 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/06/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 65, 26/09/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/09/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.11.106.005.917 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.917
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №628
2003 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №719 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №719 ბრძანებით (სსმ III, 2002 წ., №86, მუხ. 781) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-4 მუხლის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ორგანიზაციას უწევს სამორიგეოსა და მასში შემავალი ქვედანაყოფების მუშაობას და ახორციელებს კონტროლს მათ საქმიანობაზე;”;
ბ) მე-7 მუხლის “თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) კურირებას უწევს სამორიგეოს;”;
გ) IV თავის მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8.
1. შტაბის მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელება და საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება დეპარტამენტის საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.
2. მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.”;
ე) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11.
1. შტაბის შემადგენლობაში შედის სამორიგეო.
2. სამორიგეო:
ა) აკონტროლებს სამორიგეოს პირადი შემადგენლობის მიერ ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებას, ხელმძღვანელობს მორიგე განწესების სადღეღამისო მუშაობას;
ბ) პერსონალურად აგებს პასუხს სადღეღამისო კრებსებში შესატანი ინფორმაციის მიღება-დამუშავებაზე;
გ) დეპარტამენტის თავმჯდომარის მითითებით მოქმედებაში მოჰყავს მიზნობრივი და ოპერატიული გეგმები, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის „განგაშის” სქემით გამოძახებას.”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები