„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს N3/256 ბრძანებაში ცვლილების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 05/21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 13/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016047
05/21
13/10/2022
ვებგვერდი, 17/10/2022
040030000.22.088.016047
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს N3/256 ბრძანებაში ცვლილების შესახებ
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №05/21

2022 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/256 ბრძანებაში ცვლილების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/256 ბრძანებაში (სსმ, №105, 08.08.2006 წ., სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.059) შევიდეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების“:
ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) ფილმების გაქირავებისა და ჩვენებისათვის სათანადო პირობების შექმნა;“;

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ს6“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს7“ ქვეპუნქტი:

„ს7) ხელი შეუწყოს ფილმის დემონსტრატორს კინოდარბაზში ჩვენებისთვის უცხოენოვანი ფილმების საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებასა ან გახმოვანებაში, რის თაობაზეც ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;“.
 
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრითეა წულუკიანი