„წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/10/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.155.016393
20
07/10/2022
ვებგვერდი, 10/10/2022
010250020.35.155.016393
„წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2022 წლის 7 ოქტომბერი

ქ. წალკა

 

„წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო :

მუხლი 1
„წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 აგვისტოს №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/09/2022, 010250020.35.155.016387) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

„მუხლი 21

1. წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული გარე ვაჭრობის ობიექტი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს პირველი მუხლით დამტკიცებული გარე ვაჭრობის რეგულირების წესით დადგენილ მოთხოვნებს, ამავე წესის დებულებებთან შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი 2023 წლის 1 იანვრამდე. მოცემული ვადის გასვლის შემდეგ, წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღნიშნული ობიექტების განთავსება ჩაითვლება წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევად.“.

ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ხდება სეზონურად ან სადეღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრასთან ერთად სავალდებულოა განისაზღვროს ვადა, რომლითაც ადგილი განსაზღვრულია გარე ვაჭრობის ადგილად.“.

გ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წალკის მუნიციპალიტეტის მერია (უფლებამოსილი სამსახური – არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური) ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ მარტივ შეტყობინებას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შეტყობინების წარდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი