დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1897-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/10/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 330090000.05.001.020632 |
|
„არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 14.05.1998, გვ. 7) დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII1 თავი:
„თავი VIII1 გარდამავალი დებულება მუხლი 191. არქიტექტურული საქმიანობის სერტიფიცირება გარდამავალ პერიოდში არქიტექტორს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არქიტექტურული პროექტის დასამოწმებლად 2024 წლის 1 მარტამდე შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა არ მოეთხოვება.“. მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
თბილისი, 7 ოქტომბერი 2022 წ. N1897-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები