„საქართველოს მთავრობასა და მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

„საქართველოს მთავრობასა და მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 474
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.023687
474
05/10/2022
ვებგვერდი, 06/10/2022
480140000.10.003.023687
„საქართველოს მთავრობასა და მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №474

2022 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2022 წლის 23 აგვისტოს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ; ბ) შეატყობინოს მექსიკის შეერთებული შტატების მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი